აფხაზეთი „პროვოკაციების“ მოლოდინში

აფხაზეთი „პროვოკაციების“ მოლოდინში

afxაფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება ოპოზიციური ძალების მიერ ხვალისთვის დანიშნულ პოლიტიკურ ღონისძიებას. „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ამ ღონისძიებაზე არ არის გამორიცხული პროვოკაციული მოწოდებები, სხვა ქმედებები, რომლებიც მიმართულია მდგომარეობის დესტაბილიზაციისკენ და 10 ივლისს დაგეგმილი რეფერენდუმის ჩაშლისკენ. ამისკენ ოპოზიციის მომხრეებს შეიძლება უბიძგოს იმ გარემოებამ, რომ ისინი არ არიან დარწმუნებულნი წარმატებაში რეფერენდუმის დროს“ – აღნიშნულია განცხადებაში. აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს არ აყვნენ პროვოკაციას და არწმუნებს მოსახლეობას, რომ „სახელმწიფო გაატარებს ყველა კანონიერ ზომას სტაბილურობის შესანარჩუნებლად და წესრიგის დასაცავად“.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაემლოს ხლხს და კრიზისულ ვითარებაში უნდა მიაწოდოს ობიექტური ინორმაცია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი:ცივილური გაყრის პროცესში ვართ „ქართულ ოცნებასთან“და ძალიან ცივილურად დავტოვებთ თანამდებობებს