აფხაზეთი მზად არის განიხილოს “გამტარი სარკინიგზო გზის“ პროექტი

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

რუსი სამხედროები აფხაზეთში რკინიგზას გაიყვანენთვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის გაატაროს თავის ტერიტიორიაზე ტრანზიტული სარკინიგზო შემადგენლობები.
მისი თქმით, რკინიგზის გახსნას კარგი ეკონომიკური ეფექტის მოხდენა შეუძლია. „ ყველა მოთამაშეს აფხაზეთთან თანაბარუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. აქ არავითარ შემთხვევაში საუბარი არ არის ქართულ რკინიგზაზე. რკინიგზა, რომელიც სატრანზიტო ტვირთებს გაატარებს, აფხაზეთის ტერიტორიაზეა და ჩვენ მზად ვართ ეს პროექტი კომერციული კუთხით განვიხილოთ და მხარეებს მოველაპარაკოთ” – თქვა კოვემ.
აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ საუბარი, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აფხაზეთში სტუმრობისას განიხილეს. ლავროვმა თქვა, რომ რუსეთს ტრანზიტის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს. დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ კი აღნიშნა, რომ აფხაზეთი პრობლემის მოგვარების ცივილურ გზებს ემხრობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა და არ ცხოვრობს ჩაკეტილ სივრცეში.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში თალიბების მიერ სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამხარს უჭერთ თუ არა პრეზიდენტის არჩევის გზის შესახებ პლებისციტის გამართვას?