აფხაზეთი: კონფრონტაციიდან ტრანსფორმაციამდე

afxazeTi

             ხვალ 27 სექტემბერია, ქართულ ისტორიოგრაფიაში სოხუმის დაცემის დღედ დაღდასმული და შერაცხულიაფხაზეთის სასაკლაომ შეარყია ჩვენი სახელმწიფოებრიობაგანუზომელი ტანჯვა მოუტანა ადამიანებს.

afxazeTi

 

 

ეს ის დღეა, რომელიც ცხადად მახსოვს. დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. თითოეული ჩვენთაგანი, ვისთვისაც ეს დღე მძიმე და ემოციურია, ვიხსენებთ მშობლიურ აფხაზეთს, ამ დღის პერიპეტიებსვიგონებთ თავდადებულ მამულიშვილებს, მეგობრებს, დაკარგულ ახლობლებს და 23-ე წლის გადასახედიდან ვცდილობთ ღრმად და ახლებურად გავიაზროთ აფხაზეთის ჯვარცმაჩვენთვის ხომ აფხაზეთის დაბრუნება და აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ იმედი არ არის, ეს ჩვენი რწმენაა!

 

იმედს ვიტოვებ, რომ ხვალ ამ ომის გამოძახილი არ იქნება ტრადიციისამებრ, მხოლოდ  ერთდღინი. იგი მხოლოდ ერთი დღის ცრემლისა და ლოცვის, რეალიების კრიტიკული გააზრებისა და პირადი შეხედულებების დემონსტრირების მორიგ მიზეზად და საბაბად არ იქცევა.

 

რა თქმა უნდა, ყველა მიმოხილვა სუბიექტურია და ყოვლისმომცველი ვერ იქნება. რასაც წინამდებარე წერილში გაახლებთმხოლოდ იმ საკითხებს ასახავს, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, მეხსიერებაში ჩამრჩა და მივიჩნევ, რომ მოცემულ გარემოში   მნიშვნელოვანია.

 

ზოგჯერ მოვლენისგან დროებით დისტანცირება ალბათ სასარგებლოა და საჭიროც არის, მაგრამ არა ისეთი ტრაგედიისაგან, როგორიც აფხაზეთის ომია. აფხაზეთის თემა დროსა და სივრცეში დისტანცირებას ვერ ჰგუობსმით უფრო, რომ მაშინაც და დღესაც პასუხებზე მეტი შეკითხვები არსებობს. ეს თემა იმდენად მნიშვნელოვანი და მრავალწახნაგაა, რომ  მხოლოდ პერმანენტული ანალიზი და დისკრეტული მოქმედება დაუშვებელია. კონსერვირებულ კონფლიქტებს ახალი კონფლიქტები მოაქვთ

 

პარადოქსული ფაქტია, რომ აფხაზეთში იმდროინდელი პოლიტიკური პროცესების ყოვლისმომცველი ახსნა დღესაც შეუძლებელია, ვინაიდან პარლამენტისა და მთავრობის მიერ დღემდე არ არის პოლიტიკურად შეფასებული აფხაზეთის ჯვარცმის  საკვანძო საკითხები. უმაღლეს სახელმწიფოებრივ დონეზე არ არის დეკლარირებული აფხაზეთის ტრაგედიის ყოვლისმომცველი პოლიტიკურსამართლებრივი ანალიზი, სამხედროპოლიტიკური წარუმატებლობის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, ხელისშემწყობი, თუ ხელისშემშლელი საშინაო, თუ საგარეო ფაქტორები. დღემდე ვერავინ დამარწმუნა იმაში, რომ მიუხედავად ეთნოპოლიტიკური კრიზისის პიკისა, ომის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ომის პრევენციის მთავარი რესურსი მაშინაც და დღესაც მისი აღმატებულება მძიმე პოლიტიკური კომპრომისია და ცივი გონებით გათვლილი წინდახედული რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ქართულაფხაზური ისტორიული ერთობა იძლევა მხოლოდ ერთ ამონახსნსსამშვიდობო სამოქალაქო დიალოგი და  დიდი შერიგება. ჩვენ ორივემ, ქართველებმა და აფხაზებმა დავკარგეთ სამოთხე. ჩვენ ორივე მოძმე ხალხმა ერთად უნდა დავიბრუნოთ  აფხაზეთი და ერთად  ვაშენოთ ისტორიული მომავალი.

 

თუ ომის შემდგომ, 90-იან წლებში აფხაზეთის ტრაგედიის ანატომია  მუდმივად საკმაოდ კომპეტემტური  მსჯელობის, დისკუსიის, დებატების, მწვავე პოლემიკის და ანალიტიკის საგანი იყო, სადღეისოდ  აფხაზეთის თემა ღრმა სტაგნაციას განიცდის. გაისმის მავანთა ოხვრა: ,,როგორ დავკარგეთ აფხაზეთი?!  „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“, „აფხაზეთი საქართველოა! და სხვა. სადღეისოდ, პროტესტის და სურვილების სალოზუნგო ემოცია  პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. მით უფრო ნაკლებად პროდუქტიულია ილუზორული მოლოდინის საჭიროების პროპაგანდა, რომელიც ძირითადად დადის თეზამდე: „როგორმე გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ნატოში და  გვეშველება“

 

ვერ დამისახელებთ ბოლო წლების ვერც ერთ ახლებურად გააზრებულ სისტემურ და ფუნდამენტურ კვლევას აფხაზეთის თემაზე, კონფლიქტის გენეზისზე, ომისა და თუნდაც, ჩვენი სამხედრო წარუმატებლობის მიზეზებზე, 22 წლიანი პოლიტიკური მარათონის საშინაო და საგარეო ვექტორების მუშაობის  შედეგებზეპრაგმატულ პერსპექტივებზე. პოლიტიკუმი და მედია ძირითადად, სიტუაციური და  რეზონანსულსენსანციური ფაქტების კომენტირებით კმაყოფილდება. თვითმარქვია ექსპერტები ყოველგვარ პასუხიმგებლობას იხსნიან თითქოს ორიგინალური, სინამდვილეში კი ყოველგვარ რეალობას მოკლებული მოსაზრებების ტირაჟირებით. როგორც წესი, სტატიების სათაურები მწვავეა, ხოლო შინაარსი არაფრის მთქმელი. ინსტანციების სიტუაციური საპროტესტო დეკლარირებაც კი რატომღაც  იგვიანებს და წინა დოკუმენტების  კოპირებაასწორედ ამის შედეგია, საგანგაშო  საზოგადოებრივი ნიჰილიზმი. სწორედ ამის შედეგია აფხაზეთის ფუძეაყრილი საზოგადოების მზარდი უიმედობა და მათი  სოციალიზაციის, დანარჩენ საქართველოსთან აქტიური ინტეგრირების ფსიქოლოგიური პრიორიტეტი. თაობების ცვლა  ბუნებრივად ანელებს ტკივილს, მაგრამ აფხაზეთის საკითხის გადაჭრის გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალზე საუბარი ილუზიაა.

 

ახალგაზრდა თაობას და ახალგაზრდა პოლიტიკურ ელიტას ეს კონფლიქტი და ომი ობიექტურად გაცნობიერებული არა აქვს. იგი ამ ომს მხოლოდ შორეული წარსულის დრამატულ მოვლენად აღითქვამსხოლო უფროსი თაობის, მათ შორის, აფხაზეთის ავტორიტეტების დიდი პოლიტიკური რესურსი ამ პოლიტიკურ მოედანზე საერთოდ არ ფასობს.

 

მერწმუნეთიმ პერიოდის მოვლენების ობიექტური კვლევისა და შეფასების  ცალკეული, პერმანენტული  ცდები არ არის საკმარისი. დღეს ჩვენ ბევრად უფრო მეტი ვიცით ამ ომზე, ვიდრე მაშინ. ბოლო წლებში საერთაშორისო დონეზე, საქართველოში, მოსკოვში და სოხუმში გამოქვეყნდა ტაბუდადებული დოკუმენტები, დიდძალი ფაქტობრივი მასალაა თავმოყრილი არქივებში, სოციალურ ქსელებში. სადღეისო ინფორმაციული რესურსი მრავალი მოვლენის ახლებური შესწავლისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა, რაც მეცნიერულ გამოკვლევებს და მათ კრიტიკას საჭიროებს. ეს სადღეისოდ, მით უფრო, სამომავლოდ აუცილებელია. ისტორიოგრაფიამ ხომ კარგად იცის წლების განმავლობაში აფხაზეთთან დაკავშირებული ისტორიის საკითხების ორივე მხარის მიერ ტენდენციურად გაშუქების მიუტევებელი შედეგი

zurab-erqvania

 

იმის ნაცვლად, რომ აქტიური სახელმწიფო პოლიტიკით შევცვალოთ რეალობა, მექმნება საფუძვლიანი შთაბეჭდილება, რომ ვეგუებით პრობლემის საშიშ კონსერვაციას, გავურბივართ თანამდებობრივ პასუხიმგებლობას და ნაკლებად პოპულარულ სვლებს. ვეგუებით ქვეყნის  მთლიანობის რღვევას და დევნილთა ტრაგიკულ ხვედრს. გადახედეთ მედიაში ბოლო პერიოდის პოლიტიკურ რიტორიკას, იმძლავრა სახიფათო ორაზროვნებამ, ქვეტექსტების ავანტიურიზმმა. მოწოდებებმაც კი გაიჟღერა დავმორჩილდეთ ხვედრს, ვაღიაროთ ის, რისი შეცვლა არ შეგვიძლია, ან  დაველოდოთ  როდის მოიცლის დასავლეთი. აფხაზეთი ღია ჭრილობაა და  დროთა განმავლობაში  თავისით ვერ მოშუშდება

 

დღემდე მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენდა  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაციამიმაჩნდა, რომ  დეოკუპაციის, არ აღიარების და ჩართულობის პოლიტიკის რეალიზება ხელისუფლებისა და საზოგადოების ღირსების საკითხია. სამწუხაროდ, საქმე  ასე მარტივად არ ყოფილანუთუ გულუბრყვილოდ ვცდები? რას ფიქრობს საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი?

 

NDI-ის ბოლო  სოციოლოგიური  კვლევის შედეგებმა უფრო მეტად ჩამაფიქრასაქართველოს მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდას და სიღარიბეს ასახელებს, ასეთია  NDI-ის ბოლო  სოციოლოგიური  კვლევის შედეგი. აქამდე კი მოსახლეობა ყველა კვლევაში ნომერ პირველ ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ასახელებდა და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა დაძლია. NDI- 2015 წლის სოციოლოგიური კვლევის  პრეზენტაცია გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო კვლევის  სოციალური ნაწილი. კვლევა მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში  ჩატარდა და  საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგებიდან ყველაზე მოულოდნელი ეროვნული საკითხები გახდა, რადგან ბოლო წლებში  ნომერ პირველ  ეროვნულ საკითხად ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სახელდებოდა. ახლა კი ამ  თემამ 27%-ით მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა (!). პირველ სამ ადგილს კი სოციალური და ეკონომიკური საკითხები იკავებს. შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, გამოკითხულთა 66%-მა სამუშაო ადგილები დაასახელა, 43%-მა ფასების ზრდა/ინფლაცია , 39%-მა კი – სიღარიბე. ეროვნულ საკითხებში შემდეგი ადგილები უჭირავს 27% ტერიტორიულ მთლიანობას, 21% პენსიებს, 17%- ხელფასებს, 17% ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, 12% რუსეთთან ურთიერთობას, 10% განათლებას და .. „ეს არ ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მოსახლეობისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ის სხვა საკითხებმა გადაფარა“ ყოვლად გაუგებარად  განაცხადა NDI- დირექტორმა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გაიძახიან: „ეს  ამ ხელისუფლების უუნარო ქმედების შედეგია“„ერთი მხრივ, ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა ეკონოკური ზრდისთვის და სწორედ ამან განაპირობა  მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობაში ჩავარდნა“რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებსთუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზემას „სრულად ეთანხმება“ – 11 % და „ეთანხმება“ – 15 %.  არც ერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება – 6 %,  არ იცის  17%-მა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა

 

ასევე, შეუძლებელია დავეთანხმო მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი ქვეყნები არ უნდა იყვნენ აქცენტირებული მყისიერ რეზულტატზერამე თუ აფხაზურქართულ კონფლიქტს ღრმა ფესვები აქვს და მომავალში კომპრომისის მიღწევას შესაძლოა წლები თუ არა ათწლეულები დასჭირდესამ ეტაპზე კი მისი რწმენით, მეტი უნდა გაკეთდეს კონფლიქტის შედეგად დღეს არსებული პრობლემების შესამსუბუქებლად.

 

მსოფლიო პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონსერვირებული კონფლიქტები ახალ კონფლიქტებს წარმოშობს. იგი შეკუმშულ ზამბარას ჰგავს, რომელის მცირე გაუფრთხილებლობით  გაიშლება და გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს. რა თქმა უნდა, წარსული გვამძიმებს. მაგრამ, მიმაჩნია, რომ არ არსებობს ისეთი წარსული, რომელიც მომავლისკენ მოძრაობას  საშუალებას არ იძლეოდეს. დღევანდელ ეტაპზე არც ქართული და არც აფხაზური მხარე არ პოზიცირებენ წარსულის თუნდაც შეცდომების გათვალისწინების სურვილს, რაც თავის მხრივ ბლოკავს კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის რაიმე შესაძლებლობას. მათი წარმოდგენები წარსულზე და მომავალზე არ შეცვლილა. ოფიციალურ ინტერპრეტაციებშიც კი  ბევრი ლაფსუსია. საზოგადოებები იცვლებიან. თავს ნუ ვიტყუებთ, დღევანდელი ქართული და აფხაზური საზოგადოებები ცუდად იცნობენ ერთმანეთს, ურთიერთ გაგების ძიების სანაცვლოდ სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს. ნდობის აღდგენის ორმხრივი დიალოგი, კონფრონტაციიდან  ტრანსფორმაციაზე გადასვლა ორი ათეულის წლის განმავლობაში ჯერ არც კი დაწყებულა.

afxazeTi

 

დღეს აფხაზებს  კარგად ესმით, რომ რუსეთის სივრცეში  ასიმილირებას ვერ გადაურჩებიან და თვითმყოფადობის შენარჩუნებას დიდი გამოცდა ელის. ისინი  რუსეთის წიაღში საკუთარ მომავალს ძველი ლოზუნგებით ვერ ხედავენ, რასაც თუნდაც აფხაზეთში ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული ბოლო თვეების უპრეცედენტო ვნებათაღელვაც ადასტურებსამასთანავეაფხაზებს რუსეთის რევანშისა და უწინარესად ქართველი დევნილების მასობრივად დაბრუნების შიშით თავიანთი „უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის“ გარანტად მხოლოდ რუსეთი მიაჩნიათ. აფხაზ ხალხს არ უნდა საქართველოს სახელმწფოს შემადგენლობაში დაბრუნება და მას არც რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება სურს. ასე, რომ მათი პასუხი დღემდე  უცვლელია„ჩვენ გვირჩევნია ზღვაში (ანუ, რუსეთში) დავიხრჩოთ, ვიდრე ტბაშიო (ანუ, საქართველოში). ყველაფერი გაიყინა დროსა და სივრცეში. იძულებითი ურთიერთ ლოიალურობის რეჟიმიც კი ვერ დამყარდა. პოლიტიკურ კალენდარს უცვლელად აწერია „არც ომი, არც მშვიდობა“.

 

ვითარება უკიდურესად დაიძბა 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად. აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ,  2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის რეგულარული არმიის მონაწილეობით ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის (ლათას) ხეობა (ზემო აფხაზეთისეპარატისტთა ხელში გადავიდა. ამ საკითხის ირგვლივ დღესაც ბევრი მითქმამოთქმაა და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი სავსებით სამართლიანად ითხოვს სრულფასოვანი ობიექტური გამოძიების ჩატარებას და ამ ყოვლად გაუმართლებელი მარცხის სამხედროპოლიტიკურ შეფასების. უნდა გავარკვიოთ, თუ ვინ და რა მიზნით იყო დაინტერესებული ისტორიული სახელწოდების „ზემო აფხაზეთად“ შეცვლით. შესაძლო წინააღმდეგობის გაწევის გარეშე 3 დღეში დაიკარგა ამდენი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევით და სისხლის ფასად შენარჩუნებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიასამხედრო განათლების გარეშეც ნათელია, რომ ძალთა თანაფარდობის ნებისმიერი სცენარით, ასეთი დაცულგამაგრებული თავდაცვითი ზღუდეების და შეიარაღებული ხეობის ფორპოსტის  აღებას მინიმუმ რამოდენიმე თვე სჭიდრება.

    

ნამდვილად არ მინდა ყველაფერი მხოლოდ მუქ ტონებში წარმოვაჩინო. მნიშვნელოვანია დღევანდელი და უკვე არახალი ხელისუფლების პირობებში და მისი ძალიხმევით მიღწეული რადიკალური აგრესიული და მილიტარისტული  რიტორიკის შემსუბუქება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჟენევის პროცესის, როგორც სადღეისო ერთადერთი პოლიტიკური კომუნიკაციის განახლება, ე.წ. ,,აბაშიძე კარასინის ფორმატის,, ამოქმედება, დასავლეთის დიდი მხარდაჭერით ოკუპირებული რეგიონების .. დამოუკიდებლობის არ აღიარების პოლიტიკის გააქტიურება, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქვეყნის  ჩართულობა, 2015-2017 წლებში „ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში“ საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა, საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში  ტერმინების: ,,ეთნიკური წმენდა“, „გენოციდი“, „ოკუპაცია“ დამკვიდრება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე პროცესი, რეინტეგარციის სამინისტროს ყოვლად ალოგიკური სახელწოდების შეცვლა და სხვა. ფასდაუდებელია ჩვენი დედა ეკლესიის ძალისხმევა და სამომავლო როლი.

 

გადადგმული ნაბიჯები არ აღმოჩნდა საკმარისი პროგრესის მისაღწევად. ამ საკითხებში რაიმე პროგრესზე საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან  ყველაფერი ხომ პრაქტიკული შედეგით ფასდება. ვერ მოგახსენებთ რა ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, .. „კულუარულ პოლიტიკაში“, მაგრამ  პოზიტიური შედეგი კულუარული ვერ იქნება. საზოგადოება  ყველაფერს ხედავს და პრაგმატულად აფასებს ფაქტობრივ რეალობას.

 

სადღეისოდ უფრო მიზანშეწონილად მესახება თუნდაც იმ საჭირბოროტო საკითხების დაანონსება, რომელთა  ღია ფორმატში  განსჯა  სასარგებლოდ მიმაჩნია.

 

კონსტიტუციით საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო  საქართველოს პარლამენტია. საპარლამენტო პოზიცია–ოპოზიციურმა პარტიებმა დღემდე ვერ შეძლეს აფხაზეთის თემაზე მაინც დაივიწყონ პირადი პოლიტიკური ინტერესები და ერთიანი პოზიცია და სტრატეგია შეიმუშაონ. დებატები, როგორც წესი ელექტორატის პარტიულპოლიტიკური ქულების აკრეფას ემსახურება. მიღებული დოკუმენტების შინაარსი ვერ გასცდა ოცი წლის წინანდელ  რიტორიკას. ეს დოკუმენტები  გმობენ აფხაზეთის ანექსიას რუსეთის მიერ და დეოკუპაციის მოთხოვნის დეკლარირებას ახდენენ, მაგრამ ახლი რეალიების შესატყვის სამოქმედო  გეგმებს ვერ გვთავაზობენ.  პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი მოგვიწოდებს დაველოდოთ რუსებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების გამწვავებას, მეორე ნაწილი ცდილობს დაგვარწმუნოს იმაში, რომ უნდა დაველოდოთ დასავლეთის მკაფიო და ერთნიშნა მხარდაჭერას ამ საკითხში. როგორც წესი, დავა განცხადების სარეიტინგო რადიკალურობის დოზირებასთანაა დაკავშირებულიიქნებ დადგა დრო ამ თემამ ზეპარტიული მნიშვნელობა დაიმკვიდროს. ასეთი მიდგომის მაგალითები პოსაბჭოურ სივრცეში საძებარი არ არის.

აფხაზეთში რკინიგზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

 

ამის მაგალითად, თუნდაც ბოლო დროის ცხარე სადისკუსიო სტრატეგიული თემის აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის მიზანშეწონილობის საკითხის გარშემო შექნილი აჟიოტაჟი გამოდგება. ნუ წამოვეგებით  ახალ  ემოციურ ანკესებს. აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თემა არახალია. საზოგადოება დღემდე ნაკლებად არის ინფორმირებული ამ საკითხის საერთაშორისო, პოლიტიკურ, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ასპექტებზე. პრესაში ეკონომიკური სარგებელის გათვლებიც კი ქვეყნდება, კერძოდ, წლიური 10 მილიონიანი ტვირთბრუნვა და სხა… რუსეთის სახელმწიფო ოპერირების ქვეშ მყოფი ეს სატრანსპორტო არტერია სამხედრო–ეკონომიკურ მნიშვლეობას იძენს, როგორც  სომხეთში რუსეთის გიუმრის  სამხედრო ბაზასთან დამაკავშირებელი. მეორეს მხრივ, სატრანსპორტო ბლოკადაში მყოფ ყარაბაღთან მიმართებაში. ბაზის გაძლიერება პრობლემურია აზერბაიჯანითვის. ამასთანავე, იგი აზიასთან სატრანსპორტო არტერიის ფუნქციასაც შეიძენსიმის ნაცვლად, რომ მოვახდინოთ  მრავალვარიანტული პროგნოზირება და საზოგადოებას განვუმარტოთ საქართველოსათვის შესაძლო ახალი რისკების და საფრთხეების რეალობა, მაღალ  დონეზეც კი გაიჟღერა ამ თემით რუსეთთან შესაძლო პოლიტიკური ვაჭრობის თეზისმაცთუნდაც ფსოუზე ჩვენი  სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების დისლოკაციის საპირწონედ. ისევ ჟღერს ბანალური ფრაზები დაველოდოთ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, დაველოდოთ, თუ რას შემოგვთავაზებს რუსეთი, დაველოდოთ, თუ რას იტყვის დასავლეთი და .იგივე ეხება აფხაზეთის შელფის ათვისების პრობლემებსიქნებ დადგა დრო ყველა საკითხი ქვეყნის ტეროტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს დავუქვემდებაროთ. ცრუ მოლოდინების გამოცდილება ხომ მართლაც  დიდი გვაქვს. არავინ ცივი გონებით არ ოპონირებს ისეთ გამარტივებულ მიდგომას, რომლის თანახმად   საქართველო გაზრდის  სატრანზიტო პოტენციალს, სრულფასოვნად ჩაერთვება საერთაშორისო სარკინიგზო კავშირებში, ახალი მესიჯი ინება რუსეთისადმი კეთილმეზობლობის აღსადგენად და სხვაფუძეყრილი და ადგილნაცვალი მოსახლეობის სამკვიდროში დაბრუნების თემა საერთოდ ამოვარდნილია ამ დისკუსიების და პოლემიკის კონტექსტებიდან. არადა, სწორედ ეს თემაა კონფლიქტის გადაჭრის ყველაზე მთავარი ქვაკუთხედი და რესურსი! დაუშვებელია რაიმე კომპრომისზე საუბარიც კი  ამ თემის იგნორირების გარეშე

           

მოგეხსენებათ, 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ამ ტერიტორიებზე განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს. კანონი ზღუდავს იქ თავისუფალ გადაადგილებასნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლასსარკინიგზო მიმოსვლასა და საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვებსფულად გადარიცხვებსა და იქ არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგელობას. ასევე, ბათილად აცხადებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით დადებულ ნებისმიერ გარიგებას. კანონის დარღვევისთვის წინა წლებში, 200-ზემეტი ადამიანი იქნა დასჯილიუმრავლესობა ადმინისტრაციული წესით, მცირე ნაწილი კი სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტიც  გახდა. საქართველოს მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა 2013 წლის თებერვლიდან ცდილობენ კანონის  „შერბილებას“, შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას, თუმცა რეალურად, რუსეთისთვის არასასურველი კანონი ისედაც „შერჩევითად“ მუშაობსმიუხედავად ამ თემის არაპოპულარობისა, ვთვლი, რომ ზოგიერთი დებულება საჭიროებს მის გადახედვას. იგი ზღუდავს კომუნიკაციას ადამიანებს შორის. ის ადამიანებს შორის უბრალო კონტაქტების ნებასაც არ იძლევა. კანონი, პირიქით, უნდა სტიმულირებდეს  ადამიანებს შორის საოკუპაციო ხაზის ორივე მხრიდან ნათესაური და კავშირების შენარჩუნებას. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ კანონის გამო ბევრი ოჯახი უკვე დაინგრა და ამაზე არავინ არ რეაგირებს. კანონი კი არ უნდა ზღუდავდეს, არამედ უნდა ხელს უწყობდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ურთიერთდაინტერესებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ეთნოკულტურული და სხვა ჰუმანიტარული პროექტების და ქართულაფხაზური ერთობლივი ბიზნეს პროგრამების რეალიზებასგადასახედია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საგარეო უწყებაში ნოტიფიკაციის და პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის პროცედურები და სხვა. მიმაჩნია, რომ ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო რეგულაცია მეტ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისის მხრიდან.   ძალისმიერი და საბლოკადო პოლიტიკა ხომ პოლიტიკური აზრის რადიკალიზაციასა და მტრის ხატის განმტკიცებას იწვევს და ენგურსგაღმა მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველ ნაწილს უმძიმებს ცხოვრებას.

ბერიას საიდუმლი შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში

 

არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ მიღებულმა სახელმწიფო სტრატეგიამ ოკუპირებუებული ტერიტორიების მიმართ: „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია“ არანაირი ცვლილებები არ განიცადა…. თუ ახალი რეალიები, ჩვენი ხედვა და გეგმა 2010 წლის შემდეგ არანაირად არ შეცვლილა, ლოგიკური კითხვები ჩნდება. თუ ვითარება დინამიურად ცვალებადი და სულ უფრო ჩიხურია, მეტი რომ არა ვთქვათ, ადექვატური მიდგომები თუნდაც ტაქტიკური თვალსაზრისით მაინც უნდა იყოს კორექტირებულითუ მოქმედი სტრატეგიის ახლით ჩანაცვლების საჭიროება არ არსებობსმაშინ „ისევ დეპოში ვართ“.

 

ალბათ სწორად ვიქნები გაგებული თუ აქვე ავღნიშნავ, რომ პრინციპულად არასწორად მესახება და არ ვეთანხმები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების ერთ კონტექსტში განხილვას. ეს კონფლიქტები ბევრი არსებითი და სპეციფიკური მახასიათებლით განსხვავდება ერთმანეთისაგან და შეუძლებელია მათი გადაწყვეტის ერთი უნივერსალური ალგორითმი არსებობდესსამწუხაროდ, სახელისუფლო და არასამთავრობო სექტორის ბოლოდროინდელ დოკუმენტებშიც კი ეს ორი პრობლემა და მათი გადაჭრის გზები  ერთ ბლოკში  და ერთიანი მიდგომებით აისახება.

        

მოგეხსენებათ, სადღეისოდ, აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი. მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება კონსტიტუციური კანონით უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის საფუძველზე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციური კანონით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“.

 

აფხაზეთის სამომავლო სტატუსის თემა პერმანენტულად მწვავე პოლემიკის საგანი ხდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ერთის მხრივ, საქართველო წლების მანძილზე აგრძელებს სამშვიდობო წინადადების შეთავაზებას, რომლებიც გულისხმობს ოკუპირებული რეგიონებისთვის ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული ფართო ავტონომიის შეთავაზებას. ამასთანავემისი კონკრეტული დებულებები არ გაჟღერებულა. მეორეს მხრივსაერთაშორისო საზოგადოების მიერ კოსოვოზე მიღებული გადაწყვეტილებით განრისხებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს იმის მიღწევას, რომ კოსოვოს პრეცედენტმა უნივერსალური ხასიათი მიიღოს და გავრცელდეს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“. რუსეთი კატეგორიულ უარს ამბობდა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების მთავარ პრინციპზე: განისაზღვროს მისი სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. ამის ნათელი მაგალითია საქართველოსა და რუსეთის მიერ  ცნობილი  .. ბოდენის დოკუმენტის ყოველგვარი განხილვის გარეშე დასამარება.

 

ვერანაირად ვერ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კონფლიქტში ახალი დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შიშით შევწყვიტოთ სტატუსზე და ძირითად სადავო საკითხებზე მუშაობა და გონივრული კომპრომისული პროექტების ინიცირება. ეს ეხება აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის თემასაც. რა თქმა უნდა, ვიდრე ქართულაფხაზურ ურთიერთობებში არსებითი გარდატეხა არ მოხდება, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის სკითხებზე რაიმე ახალი პროექტების ინიცირება ძნელია და მთელი  რიგი უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა  მხოლოდ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის შემდეგაა შესაძლებელი. მაგრამ, ერთი რამ ცხადია, ადრე თუ გვიან დღევანდელი სტატუს–ქვო შეიცვლება და ეს საკითხი კვლავ პოლიტიკური მარათონის ქვაკუთხედად იქცევა.

 

ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს ქართველმა ექსპერტებმა შეიმუშავეს რამოდენიმე კონცეფცია საქართველოს სახელმწიფოში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, მათ შორის, სიმეტრიული თუ ასიმეტრიული ფედერალიზმის საფუძვლებზე საქართველოს სახელმწიფოებრივტერიტორიული მოწყობის ფარგლებში. ამ თემებზე დისკუსიები შეწყდა, მაგრამ ბოლო წლებში გამოქვეყნდა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული სხვა ალტერნატივები.

 

ამ ალტერნატივებზე ვრცლად დღეს შეგნებულად არ ვსაუბრობ. ამასთანავეარ შემიძლია არ შევეხო ზოგიერთი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის მიერ გაჟღერებულ ზოგიერთ აბსურდულ  მოდელს. კერძოდ, გაიჟღერა საქართველოს და დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სცენარმა. მათი აზრით, ვინაიდან აფხაზეთის რეალური დამოუკიდებლობა კატეგორიულად მიუღებელია რუსეთისთვის, საერთაშორისო ზეწოლით რუსეთი ვერ  განახორციელებს აფხაზეთის ანექსიას და აიძულებს მას  თბილისთან აფხაზეთის საკითხზე კომპრომისზე წასასვლელადჩვენ კი უნდა გამოვიყენოთ ასეთი შანსი…. ასეთი .. კონცეფციები, რატომღაც, დღემდე არ არის არგუმენტირებულად   პასუხგაცემული

 

მაოცებს . „რეალპოლიტიკოსთა“ აზრიც, რომლის თანახმად არსებობს რიგი გარემოებები, რომლებიც თურმე გვაფიქრებინებს, რომ რუსეთისთვის ხელსაყრელი უნდა იყოს მაცდური პოლიტიკური წინადადების ინიცირებასაქართველოსთვის ფედერაციული (ან, კონფედერაციული) მოწყობის შესახებ. რუსეთში შეიძლება მიიჩნიონ, რომ ეს ადექვატური პასუხი იქნება თბილისის კონსტრუქციულ პოლიტიკაზე. იდეა გათვლილი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მომხიბვლელობაზე. ნუთუ სადავოა, რომ  მსგავსი იდეის და წინადადების რეალიზაციის შემთხვევაში რუსეთი „გარიგების“ ერთადერთი გარანტის როლს არავის დაუთმობს. რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკური ბუნებიდან გამომდინარე ეს გარანტიები რუსეთის სამხედრო ძალაზე გაივლის. პერსპექტივაში კი რუსეთს საშუალება მიეცემა ოფიციალურ თბილისზე კონფედერაციული მოწყობის ყველა ნეგატიური ეფექტები გაავრცელოს. რუსეთი ეცდება მაქსიმალურად მჭიდროდ მიაბას საქართველოს ეკონომიკა რუსულ ბაზარს და კონტროლირებადი ბიზნესელიტა შექმნას. რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული ადამიანების ეს ჯფუგი და ხელისუფლების მუდმივი შანტაჟი, ტერიტორიული მთლიანობის დაშლის მუქარით, ფაქტობრივად, საშუალებას მისცემს კრემლს, თბილისს პოლიტიკური დღის წესრიგი უკარნახოს. საბოლოო ჯამში, ოფიციალურ თბილისს ამ გარიგებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედით მონაწილეობა, შესაძლებელია სახელმწიფოებრიობის დაკარგვის ფასად დაუჯდეს.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც მიუღებელია ორივე მხარისთვის: ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ამ ფონზე კი, უფრო მეტი ყურადღება მიიქცია ოდიოზური რუსი პოლიტოლოგისა და სოციოლოგის ალექსანდრე დუგინის განცხადებამ: „თუ საქართველო .. ევრაზიის კავშირში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაერთიანდება, მაშინ საზღვრების საკითხი მნიშვნელობას კარგავსეროვნული სახელმწიფო არ გამოგივიდათ, ისევე როგორც არავის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ, ვუბრუნდებით განვითარების სწორ მოდელს“გვირჩევს დუგინი. ბერნარდ შოუს სიტყვები  მახსენდება: „ისტორიის გაკვეთილები, ეს ის არის, როცა არავინ არაფერს არ სწავლობს“.

 

თუ მიაქციეთ ყურადღება, სახელისუფლებო ლექსიკაში გაჩნდა ახალი  სამშვიდობო ტერმინი „ევროპული ავტონომია“. აფხაზურ მხარეს სთავაზობენ ევროპული ავტონომიას, „ევროპული ხედვებით, ევროპული კონტექსტით და ფორმატით“, მაგრამ ტერმინის რეალური არსი დღემდე უცნობია საზოგადოებისათვისტერმინი მიუხედავად საერთაშორისო პრაქტიკაში მრავალგანზომილებიანი შინაარსისა, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად პოპულარულია ენგურსგაღმა და როგორც წესივერანაირ ინტერესს ვერ იწვევს.

 

ვერ გამიგია, რატომ ჩავაცივდით პრინციპს: „ჯერ ლტოლვილთა უპირობო დაბრუნება, შემდეგ კი სტატუსის დადგენა“, პირიქითაც ხომ შეიძლება მოხდეს. მთავარია ამ ორი საკვანძო საკითხის საერთაშორისო სამართლის პრინციპით გადაწყვეტა. ორივე მიდგომა საჭიროებს როგორც სიტუაციურ, ისე სტრატეგიულ ანალიზს.

სამეგრელოში დედათა მონასტერი გაქურდეს

 

მერწმუნეთ, აფხაზეთში შიდაეკლესიური განხეთქილების მიუხედავად, უახლოეს პერსპექტივაში დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ასევე, აფხაზეთის ეკლესიის სტატუსის საკითხიც, რაც .. აპრილში სეპარატისტული აფხაზეთის  დეპუტაციის  რუსეთის პატრიარქთან ვიზიტმაც დაადასტურა.

 

რუსეთის მხრიდან უკრაინაში გამოვლენილი ღია აგრესიის ფონზეოკუპირებული აფხაზეთის სულ უფრო მზარდი მილიტარიზაცია ჩვენი მხრიდან საგანგებო დიპლომატიურ ნაბიჯებს მოითხოვს. სამწუხაროდ, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნის გამაკონტროლებელი უკანასკნელი ინსტრუმენტი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებია, რომლებიც 1993 წლიდან ცუდად თუ კარგად ახერხებდნენ ვითარებაზე რეაგირებას. კონფლიქტის ინტერნაციონილაზიის კონტექსტში, აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით საგარეო კომპონენტი ყოველ ეტაპზე იყო არქიაქტუალური. სადღეისოდ, ფაქტობრივად, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოდან განდევნილნი არიან რუსეთის მიერ. მოგეხსენებათ, ა.წ. 16 ივნისს,  გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებასრუსეთის ეს ნაბიჯი წარმოადგენს მის მიერ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის  შეწყვეტის ხელშეკრულების და 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო შეთანხმების კიდევ ერთ უხეშ დარღვევას. როგორც ცნობილია, რუსეთმა ასევე, ვეტო დაადო საქართველოში ეუთოს მისიის გაგრძელებას 2008 წლის 22 დეკემბერსა და 2009 წლის 13 მაისს. ამით რუსეთმა თავიდან მოიშორა საერთაშორისო მონიტორინგი აფხაზეთში, ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობის უკანასკნელი ინსტრუმენტი, რომელიც მიმართული იყო აფხაზეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ადგილობრივ მკვიდრთათვის საარსებო პირობების გაუმჯობესებისაკენ. მათი ჩართულობის ხარისხი, ფაქობრივად,  ბლოკირებულია. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკის ძალისხმევამიმართული  ოკუპირებულ რეგიონებში გაეროსა და ეუთო სრულმასშტაბიანი მისიების აღდგენისა და ადგილზე ვითარების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნისთვის ცალსახად  არასაკმარისია. როგორც ჩანს, გასააქტიურებელია ამ მხრივ  ჩვენი პარლამენტის მონაწილეობაც ეუთოს და ევროპის საბჭოს  საპარლამენტო  ასამბლეებში, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებში. აქვე მინდა ავღნიშნო გაერო ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან (UNHCR), ,,წითელი ჯვრის“ და სხვა საერთასორისო მისიებთან ურთიერთობების აღდგენაგანვითარების მნიშვნელობა.

afxazeTi

 

საჭიროდ ვთვლი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. მოგეხსენებათ, ყველა ამ ომებში ყველაზე ეფექტური ინფორმაციული  (დეზინფორმაციული) იარაღი იყო. ამ კონფლიქტებში  საინფორმაციო მონოპოლიას რუსეთი ფლობდა და ფლობს. ინფორმაციული აგრესიის პირველი მსხვერპლი თავად რუსეთის მოსახლეობა იყო. ფალსიფიცირება და დეზინფორმაცია დადიოდა მარტივ თეზამდე „ჩვენ უნდა დავიცვათ დაჩაგრული აფხაზი ხალხის არჩევანი“, „ჩვენ არ ვებრძვით საქართველოს, ეს არის კონფრონტაცია დასავლეთთან და ნატოსთან“ და სხვა. რუსეთის ჟურნალისტიკა ინფორმაციული ომის და ინფორმაციული ტერორიზმის სპეცრაზმად იქცა. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი კონფლიქტებთან მიმართებაში ქართული პოლიტიკის აქტიური და შემტევი საინფორმაციო უზრუნველყოფა, რაც დღემდე ვერანაირად ვერ  მოვახერხეთ. ჩვენი მხრიდან მხოლოდ აგრესიული რიტორიკის მხოლოდ შერბილება აშკარად არასაკმარისია. ამ მხვრივსახელმწიფოებრივ დინეზე განსაკუთრებულ  მხარდაჭერას იმსახურებენ ჩვენი მწერლობის, ხელოვნებისა და თეატრის, კულტურის სხვა სამშვიდობო გზავნილებიფასდაუდებელია აფხაზეთის კულტურის მოღვაწეთა მიერ შექმნილი თუნდაც ბოლოდროინდელი ობიექტური და რეალისტური მანუშევრები. სავსებით ვეთანხმები აზრს, რომ როცა სიმღერებით ვესალმებით აფხაზეთს, ალბათ, იმ ხალხს ისიც უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ეს სალამი მარტო თეთრ სანატორიას და თოლიებს არ ეგზავნებათ, არამედ იმ ხალხს, რომელთანაც მრავალწლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს. ლევ ტოლსტოიმ ყველა დროის ერთერთ უდიდესი რომანი  „ომი და მშვიდობა“ XIX საუკუნის 60-იან წლებში ყირიმის ომში რუსეთის სასტიკად დამარცხების მძაფრ განცდებში საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილმა შექმნა

 

ბუნებრივია, წინამდებარე ესსე ვერ  დაიტევს პრობლემის ყველა შემადგენელს, მაგრამ დევნილთა თემას ვერანაირად ვერ ავუვლი გვერდს. აფხაზური ლაბირინთის ამონახსენი პირდაპირპროპორციულია აფხაზეთის ენგურსგაღმა და ენგურსგამოღმა საზოგადოების მზაობის ხარისხისა. ამ მხრივ სრულიად განსაკუთრებულია გალის რაიონის ფენომენი. ფაქტობრივად, აფხაზეთის იძულებით ადგილნაცვალი საზოგადოების როლი და მნიშვნელობა აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაში შეგნებულად თუ შეუგნებლად წლების მანძილზე გამოუყენებელია. მათი სადღეისო ფსიქოლოგიური განწყობა გაუსაძლისია, ხოლო სოციალური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე.  დევნილი საზოგადოება ქართველთა და აფხაზთა, როგორც კეთილი თანაცხოვრების, ასევე მათ შორის მომხდარი ომის ცოცხალი მეხსიერების მატარებელია, იგი პრობლემის ყველაზე დიდი მსხვერპლია და ამ პრობლემის გადაწყვეტის უმთავრესი ძალაა. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მარგინალიზაციის, ანუ, პოლიტიკური  პროცესებიდან დევნილთა ჯგუფების გარიყულობ სადღეისო დონე ყოვლად დაუშვებელია. მომავალი ამას დაადასტურებს. ამ საზოგადოების ინტელეტქუალური და საკადრო კორპუსის პოლიტიკური  ჩართულობის გაძლიერება ხელისუფლების გადაუდებელ ძალიხმევას მოითხოვს. იგი უნდა განიხილებოდეს როგორც კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკური პროცესის გადამწყვეტი პოლიტიკური რესურსი. არ უნდა დავუშვათ აფხაზეთის დევნილი საზოგადოების  სამართლებრივი მდგომარეობის, პოლიტიკურ-სამოქალაქო უფლებების, ხელისუფლებაში წარმომადგენლობითი საკანონმდებლო ქვოტა-ხარისხის, დევნილი ხელისუფლების კომპეტენციის და რეალური უფლებამოსილების ნივილირება. მდგომარეობის კარდინალურად შესაცვლელად აუცილებებია ამ საკითხზე მიზნობრივი სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღება.

devnilebi

 

სამწუხაროდ, პოლიტიკურ ძალებს დევნილები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ…  საარჩევნო სიებში აფხაზეთის წარმომადგენლობის  სტატუსით აღმოჩნდა უცნობი  ხალხი, მათი უმრავლესობა  არც ომამდე, არც ომის და არც ომის შემდეგ არავის უნახავს სოხუმში. შეურცხმყოფელია დამკვიდრებული ტერმინები: ე.წ “ძველი” და “ახალი” ნაკადის  დევნილები,,. თუ ,,ძველი პერიოდის  დევნილებში,, 1990-იანი წლების აფხაზეთიდან დევნილები იგულისხმება, მათთდამი ყურადღების სადღეისო შესუსტება არ უნდა უკავშირდებოდეს ,,ახლი ნაკადების,, პრობლემების პრიორიტეტს. დევნილთა ინტეგრირება-ადაპტაციის სახელმწიფო პროგრამები თითოეული ამ ჯგუფისთვის მათი თავისებურებების საფუძველზე უნდა იყოს შემუშავებული და მიზნობრივად რეალიზებული.

 

შესაძლოა ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აფხაზეთიდან  იძულებით ანგილნაცვალი საზოგადოება პოლიტიკური დევნილია! ყოვლად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ზოგიერთი უნიჭო პილიტიკოსის მიერ კულუარულად გაჟღერებული  ე.წ. ,,პალესტინურ მოდელის,, სარგებლიანობა, რომლის თანახმად, თუ ხელისუფლება ამ ხალხს დაასახლებს ნორმალურად და უზრუნველყოფს ნორმალური სოციალური პირობებით, მათ აღარ მოუნდებათ დაბრუნება აფხაზეთში. ეს ხალხი გაჭირვებული უნდა იყოს, რომ  მუდამ უკან დაბრუნებაზე იფიქრო და შესაბამის მომენტში  იერიში მიიტანოს ოკუპირებულ აფხაზეთზე... ასეთი რიტორიკა სამარცხვინო და დასაგმობია. ამის დასამტკიცებლად მელანს ვერ დავხარჯავ.

 

ცხოვრების საერთო დონის დაცემისა და გაძვირებული კომუნალური გადასახადების პირობებში უნდა გადაიხედოს უმწეოთა მდგომარეობაში მყოფი დევნილების ოჯახების სოციალური დახმარების სახელმწიფო შემწეობის არსებული  პაკეტი,რომელიც არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ეს პრინციპული საკითხია! განსახლების პროცესი არ არის ბოლომდე გამჭვირვალე. არ უნდა ჭიანურდებოდეს დევნილთათვის გადაცემული ფართების პრივატიზაცია და სხვა. არსებული ნორმები და მიდგომები მოითხოვს გადახედვას და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის პრინციპთან შესაბამისობაში მოყვანას. სადღეისოდ მნიშვნელოვანია დევნილთა განსახლების კოლექტიური ცენტრებში მცხოვრები და კერძო სექტორში, ნაცნობებთან, ნათესავებთან და ქირით მცხობრებ დევნილთა ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სამართლიანი თანაფარდობა.

 

                        უშუალოდ დევნილები, ავორიტეტული, გავლენიანი  პიროვნებები  არ არიან ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ  სტრუქტურებში. ნონსენსია, რომ პარლამენტში ფრაქცია ,,აფხაზეთის,,  ტერმინი დავიწყებას მიეცა. დამატებით სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებენ აფხაზეთის ახალი თაობები, ახალგაზრდა ხელმძღვანელი კადრების შერჩევის, აღზრდის, მომზადების და გამოყენების  სადღეისო პრაქტიკა. აუცილებელია სამთავრობო დირექტივა, რათა ყველა დარგში სტიმულირებული იყოს მათი დასაქმება და პროფესიული მომზადება. ყველა დონის საკონკურსო დებულებამ უნდა გაითვალისწინოს ეს პოლიტიკური საკითხი.

 

           სამწუხაროდ, აფხაზეთის ლეგიტიმური წარმომადგენლობა არ ფლობს რეალურ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და სოციალურ ბერკეტებს. დღემდე ვერ მოხერხდა ასეთი კომპეტენციის დელეგირება. ალბათ, ამანაც განაპირობა ის, რომ პოლიტიკურად დაქსაქსული, არაქმედითუნარიანი აფხაზეთის ქართველობის ფენომენი უფუნქციოდ აღმოჩნდა. დევნილები, ავტორიტეტული, გავლენიანი, კეთილსინდისიერი პიროვნებები არ არიან ჯეროვნად წარმოდგენილი პარლამენტში, მთავრობაში, საკრებულოებში, ცენტრალურ და ადგილობრივ აღმასრულებელ სტრუქტურებში, აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე უწყებებში. მათ არ გააჩნიათ ტელევიზია და გაზეთი, ფრაგმენტულია მათი მონაწილეობა პოლიტიკურ მოლაპარაკებებში  და საერთაშორისო ღონისძიებებში, თუნდაც „პოლიტიკურ ტურიზმად“ შერაცხულ ქართულაფხაზურ არაფორმალურ შეხვედრებში, რომელთა მნიშვნელობა ჩემი აზრით ძალზე დიდია.

 

თუ ცივი გონებით გავაანალიზებთ წარსულს და ყურადღებით მივადევნებთ თვალს უკრაინაში, ანექსირებულ ყირიმში მოვლენების ევოლუციას, დავრწმუნდებით იმაში, რომ  რუსეთი ნებისმიერ . „წითელ ხაზს“ ძალისმიერად გადააბიჯებს, მაგრამ თავის სტრატეგიულ ინტერესებს და პოსტსაბჭოთა სამეზობლოს კონტროლს ნებით არ და ვერ დათმობს. რუსეთის პოლიტიკური ვექტორების რეალიზების პრაქტიკა პოსტსაბჭოურ ცენტრიდანულ ცხელ წერტილებში ადასტურებს, რომ იგი არასდროს არ ასრულებდა მშვიდობის გარანტის და სადავო საკითხების გადაწყვეტის მომრიგებლის, თუ შუამავლის გაჟღერებულ ფუნქციას. საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე იქმნებოდა .. უსაფრთხოების ზონები, იწყებოდა კონსერვაციის ეტაპი და იქმნებოდა გაყინულ სიტუაცია „არც ომი, არც მშვიდობა“ მისთვის სასურველ დრომდე. ამას მოსდევდა  თვითაღიარებული ტერიტორიებით პოლიტიკური ვაჭრობა ევროპისა და მსოფლიოს საჭადრაკო დაფებზე. ეუთოს და გაეროს არათანმიმდევრულობა  და მშვიდობის იძულების საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გაუბედაობა  ქმნიდა სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივად შეცვლის, ექსპანსიის, აგრესიისა და ოკუპაციის პრეცედენტებს. ასე იყო ყარაბაღში, ჩეჩნეთში, აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, ცხინვალის რეგიონში. ასე იქნება მომავალშიც, ყველა პოტენციურ ახალ ცხელ წერტილში. ამის მაგალითები საძებარი არ არის: შარშან ნოემბერში და წელს თებერვალში, უპრეცედენტო სადღეისო  საერთაშორისო ზეწოლისა და  ახალი ცივი ომის პირობებშიც კი რუსეთმა აფხაზეთის და .. „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ ხელისუფლებებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, – „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“, სადაც მასში შემავალი დებულებები მცოცავი ანექსიის აშკარა ნიშნებს ატარებენ.

 

ვფიქრობ დამეთანხმებით იმაში, რომ ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირში თუ ევრაზიის კავშირში ინტეგრაციის უპირატესობების თაობაზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობამ იმძლავრა. არც ის არის დასამალი, რომ საზოგადოების ნაწილი განიცდის ნოსტალგიას საბჭოთა დროზე. ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ის გახლავთ, რომ ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის დიდი ინტერესის მიუხედავად, არც სახელისუფლებო დონეზე, არც მმართველ კოალიციაში არანაირი კონკრეტული, არგუმენტირებული და ობიექტური საჯარო მსჯელობა არ მიმდინარეობს. პოლიტიკური პარტიები ამ საკითხზე მხოლოდ წინა  წლების  წინასაარჩევნო პერიოდში ტირაჟირებულ არაფრისმთქმელ ლოზუნგებს იმეორებენ. საზოგადოებრივი ემოციური რიტორიკა კი ორი ძირითადი მოსაზრების გარშემო მიმდინარეობს: 1. ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მიერ აღებული შეუქცევადი მიმართულებაა და ამ კურსს ალტერნატივა არ აქვს. 2. ევრაზიის კავშირის იდეაში საქართველოსათვის ყველაზე მაცდუნებელი გახლავთ უმთავრესი სადღეისო საკითხიტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა.

 

     გეოპოლიტიკურმა ომმა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სულ უფრო შანტაჟის ფორმა მიიღო. ტერიტორიული მთლიანობის სასიცოცხლო მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებაში ჩნდება დიდი კითხვის ნიშანი: არსებობს თუ არა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით დეკლარირებული კურსის ცვლილების საფრთხე და ევრაზიულ კავშირში ქვეყნის შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივა. ვინაიდან ერთდროულად ევროკავშირისა და ევრაზიული კავშირის წევრობა შეუძლებელია და  ევროატლანტიკური კურსი გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაერთიანებას, ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია და ფიქრი მართლაც არ არის საფუძველს მოკლებული. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, შარშან ამ დროს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 20% უჭერდა მხარს და წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი და ასეთი ზრდა რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული. ერთერთი ამის ხელშემწყობი გარემოება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, რუსეთს მიეცა საშუალება აქტიურად ეწარმოებინა საინფორმაციო, საგანმანათლებო და პროპაგანდისტული საქმიანობა. ამ საკითხზე არ ვაპირებ თქვენი ყურადღების  შეწუხებას, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ევროკავშირში, ნატოში თუ სხვა კავშირებში ინტეგრაციის კონკრეტული პირობების არსებითი განხილვა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. მით უფრო, რომ რიგაში ევროკავშირის „აღმოსავლეთის  პარტნიორობის“ სამიტის .. 22 მაისს მიღებულ დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს მიმართ გაწერილმა გზავნილებმა დაადასტურეს  ევროინტეგრაციის შორეული შესაძლო პერსპექტივა, ხოლო ევრაზიის კავშირი ჯერ არც შექმნილა და არარსებულთან ინტეგრაცია ნონსენსია

 

თავს ნუ მოვიტყუებთ, საქართველოს გამთლიანება და ქართულაფხაზური შერიგება ვერ მოხდება რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის, ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების და პრაგმატული ორმხრივი კომპრომისებისა და კონსენსუსის გარეშე. ისიც ცხადია, რომ ადრე თუ გვიან დღევანდელი სტატუს–ქვო დაიშლება. აფხაზური მხარე დაინტერესებულია პრობლემის გადაწყვეტაში და მას მოუწევს ურთიერთობა მათთან, ვინც ამ პრობლემის მეორე მხარეს დგას. ყველა ომი ხომ მოლაპარაკებებით თავდება. მოლაპარაკება კი ომზე ბევრად ძნელია. თუ ამ პარადიგმაზე ვერ შევთანხმდით, ჩემი რწმენით, აზრს კარგავს ყოველგვარი დისკუსია აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის ორივე მხარისთის სასურველ პერსპექტივებზე.

 

           ჩინეთის უდიდესი მოაზროვნე  კონფუცი ბრძანებს: ,,როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები,,.

 

შესაბამისად, ჩვენი მთავარი სადღეისო პრობლემაა შევიმუშაოთ და დასავლელ პარტნიორებს და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევთავაზოთ ქვეყნის დეოკუპაციის და აფხაზებთან ერთობლივად ერთიანი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაშის ახალი, საერთაშორისო დონეზე გარანტირებული ალტერნატიული სტრატეგია შესაძლო კომპრომისული მოდელებით.

 

სხვისი მოიმედობითა და მედიატორობით პროგრესი ვერ მიიღწევა. დრო არ უნდა დავკარგოთ, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებენ, რომ სავსებით შესაძლოა უახლოეს დროში ზესახელმწიფოების ინიციატივით, თეთრი სახლისა და კრემლის მონაწილეობით საერთაშორისო ინსტიტუტებების დონეზე შესდგეს ,,ცივი ომისა,, და ახალი გეოპოლიტიკური საფრთხეების პრევენციის კომპრომისული საერთაშორისო გარიგებები და ამოქმედდეს მათი რეალიზების ახალი მექანიზმები. სტრატეგიული  თვალსაზრისით (სიახლოვე კონფლიქტის ზონებთან, სატრანზიტო შესაძლებლობები და სხვა) ამ გადაწყვეტილებებში სავსებით  შესაძლოა  საქართველომ თავისი ფუნქცია  შეიძინოს.   ასეთ პირობებში შესაძლოა, საქართველო  ამ პროცესის მონაწილე პარტნიორადაც იქცეს. სწორედ ამ დიდ სამშვიდობო პროცესთან თავსებადი უნდა იყოს ზემოთხსენებული ახალი ხედვა და სტრატეგია. დროის დაკვეთაა კონფლიქტების მოგვარების ცივილიზებული, მშვიდობიანი გზებით გადაჭრის ერთიანი, სისტემური, დოქტრინალური და კონცეპტუალური ახალი მიდგომა და კონფლიქტების ახალი მენეჯმენტისწორედ სამშვიდობო სისტემური მენეჯმენტი, რადგან კონფლიქტის მართვის გარეშე პროგრესი ამ საქმეში არასდროს არ მიიღწევა.

zurab-erqvania

 

მომავალი 2016 წელი საარჩევნო წელია. დამერწმუნეთ, ტრადიიციისამებრ, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე საუბარი წინასაარჩევნო დებატებში აქტუალობას არ დაკარგავს, მაგრამ წინა ათწლეულისგან განსხვავებით  წინასაარჩევნო დაპირებების სიუხვით არ გაგვაკვირვებს. ხელისუფლება კვლავ საგარეო ფაქტორებისკენ გაიშვერს ხელს. ოპოზიცია  მთავრობის უმოქმედობის, თუ პროგრესის მიუღწევლობის  ბრალდებებს  არ გასცდება. მიზეზი მარტივია პოლიტიკური პარტიები ამ პრობლემაზე არსებითად არ მუშაობენ და კონსტრუქციული და პრაგმატული პროექტები არ გააჩნიათ. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს, იგი დიდ გრანტებს მხოლოდ სიტუაციური ჰუმანიტარული მონიტორინგით იღებს და ძირითად  საკითხებთან დაკავშირებით .. „ფრთხილი ოპტიმიზმის“ ტაქტიკას ირჩევს. ასე რომ, ბოლო ათწლეულის  წინასაარჩევნო  გამოცდილებით, იგი  წამგებიანიან თემად მოიაზრება და საზიანო თემადაც კი აღიქმებასწორად მინდა ვიყო გაგებული: გაყინულ და კონსერვირებულ კონფლიქტში პიროვნული და სახელისუფლო ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. მათი როლი მზარდია. ისიც ბუნებრივია, რომ თბილისისა და სოხუმის ლიდერები და ელიტები ცდილობენ კონფლიქტის მოუგვარებლობის სპექტრის გამოყენებას პირადი თანამდებობრივი და მერკანტინული ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ხელისუფლების მოპოვების, მისი შენარჩუნებისა და გაძლიერებისათვის. ძალიან დიდია პოლიტიკურ ძალთა ცდუნება მიაღწიონ პროგრესს ამ პროცესში. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ ვაჭრობაში ორ ძაღლს ერთ ძვალს არ უგდებენ. რუსეთის იმპერიული რეფლექსების ღიად დემონსტრირების პირობებში ჩვენი მხრიდან აგრესიული მუქარების რიტორიკა, პოლიტიკური მანიპულირების და სპეკულაციის იარაღად კონფლიქტის მოუგვარებლობის თემატიკის გამოყენება ხშირად აბსურდამდე დადის.

 

აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბარომეტრია და მოპასუხე პირველ ყოვლისა, ქვეყნის პოლიტიკური ელიტა და მისი ლიდერები არიან. ქვეყნის გამთლიანება, ფუძეაყრილთა საკუთარ მიწაწყალზე ღირსეულად დაბრუნება, ჩვენი აფხაზი ძმების ფსიქოლოგიურად საქართველოსკენ შემობრუნება, რომელთაც დღეს აღარ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებად იწოდებოდნენ, შესაძლებელია არა ომით და რევანშის დროშების ფრიალით, არამედ სახელმწიფოში თავისუფლებისა და სამართლიანობის დამკვიდრებით, თავისუფალი საზოგადოების ინსტიტუტების დაფუძნებით, ფუძეაყრილი მოსახლეობის უფლებების პრიმატით და სოციალეკონომიკური გარანტიებით. მხოლოდ დემოკრატიული პროცესის გაღრმავება, სამოქალაქო საზოგადოებათა  ურთიერთქმედებაა გზა კეთილდღეობისკენ და ისეთი ძლიერი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომელიც მიმზიდველი იქნება ჩვენთვის და აფხაზებისათვის, იქ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფებისათვის.

        

დიდ შერიგებას ალტერნატივა  არ აქვს. ცეცხლის შეწყვეტა თუ დაპირისპირებულ ძალთა დაშორიშორება მშვიდობას არ ნიშნავს, მაგრამ  მშვიდობის მშენებლობის შანსია, რომელსაც პროდუქტიულად გამოყენება  სჭირდება. იმ ქარცეცხლიანი დღეების მოგონება მშვიდობის ფასს სულ უფრო ზრდის. იგი ორივე მხარის  ბრალეულობისა  და პასუხისმგებლობის აღიარებით მიტევების გარეშე ვერ მიიღწევა. სხვაგვარად ვერ შევწყვეტთ ძველს და ვერ დავიწყებთ ახალს. იქნებ სადღეისო პოლიტიკური  ჩიხის პირობებში  დავძლიოთ ობიექტურობის შიში, ყველას და ყველაფერს თავისი კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ. კეთილსინდისიერების, შეუნიღბავი და შეულამაზებელი სიმართლის გარეშე შეუძლებელია აფხაზურქართული დაპირისპირების  დაძლევის სასურველი პროცესი. გარდასულ დღეთა მოვლენებსა და ფაქტებზე შეხედულებათა ცივილურ ჭიდილში უნდა იშვას შეულამაზებებლი სიმართლე. ამის მისაღწევად კი საჭიროა ყოველდღიური ქმედება და საყოველთაო გონივრული ძალიხმევა.

meomoriali

 

ხვალ 27 სექტემბერია, ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაული. წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ უნდა აერთიანებდეს ადამიანებს. ვილოცოთ ძმათამკვლელ ომში გმირულად დაცემულთა და დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად, მათი სულების დასამშვიდებლად. პატივი მივაგოთ მათ ოჯახებსყველასგან მივიწყებულ და გულნატკენ ომის ვეტერანებს, ინვალიდებს, უგზოუკვლოდ დაკარგულთა შთამომავლობას. თვალებში ჩავხედოთ და გულში ჩავიკრათ აფხაზეთის ფუძეაყრილი საზოგადოება. გავამხნევოთ ერთმანეთი და ერთად ვიღვაწოთ მომავლისთვის. გვწამს, რომ ჯვრის ძალა დაიცავს ქართულაფხაზურ ისტორიულ ერთობას და  სრულიად  საქართველოს.

 

 

                                             ზურაბ ერქვანია 

                      აფხაზეთის ექს პრემიერმინისტრი, გენერალმაიორი 

                                                                                      

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიოდესის პოლიციამ მთვრალი გენერალი და პოლკოვნიკი დააკავა… (VIDEO)
შემდეგი სტატია,,რუსეთის აგენტები ამ მთავრობის ხელშეწყობით ძალიან გააქტიურდნენ,, აცხადებს პროფესორი კიზირია