აფხაზეთი ჩეხეთის ტურისტულ ბაზრობაში მონაწილეობს

დღეს პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე Holiday World აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა მონაწილეობს. გამოფენას რეგიონალური განვითარების სააგენტო აწყობს.
“აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაგვიკავშირდა, ისინი დაინტერესებული იყვნენ Holiday World-ით, რომ მონაწილეობა მიიღონ, ახალი კონტაქტები დაამყარონ და ჩეხეთის რესპუბლიკასთან საქმიანი ურთიერთობები დაიწყონ. იმის გამო, რომ აფხაზეთის სავაჭრო პალატას 16 წლიანი გამოცდილება აქვს, ჩვენ დავთანხმდით მათ მონაწილეობაზე ” – Holiday World-ის მარკეტინგის მენეჯერმა ინჩება დალიელა ვოსეტკოვამ ჩეხურ გამოცემა aktualne.cz-თან განაცხადა – ინფორმაციას ამის შესეხაბ abkhazeti.info ავრცელებს.
“რეგიონალური განვითარების სამინისტრომ შესაძლებელია წინასწარ არ იცოდეს ყველა მონაწილის შესახებ, ორგანიზატორები მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა პარტნიორებთან. ორგანიზატორები და სამინისტრო მხარეებთან კონსულტაციებს არ აწარმოებს” – სამინისტროს წარმომადგენელმა ვილემ ფრჩეკმა განაცხადა.
ჩეხური aktualne.cz აღნიშნავს, რომ აფხაზეთი საქართველოს სეპარატისტული ნაწილია, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს მხოლოდ რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუასა და ნაურუს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ჰიმნის ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი ამბობს, რომ “ბარიგა” პოროშენკო მას დაკავებისას ჩაფსმას აბრალებს