აფხაზები იტალიის X – ქალაქთან განზრახვებზე შეთანხმდნენ

როგორც აფხაზური მედია იუწყება, დე-ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა იტალიაში, ამ ქვეყნის ამ დრომდე უცნობ – ,,X,, ქალაქთან განზრახვების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
შესაძლებელი მკითხველს მსგავსი ხელშეკრულება აბსურდულად მოეჩვენოს, თუმცა აფხაზური მედია და სოხუმის დე-ფაქტო ახელისუფლების წარმომადგენლები, სრულიად სერიოზულად, სწორედ ამ ხელშეკრულების გაფორმებას აღნიშნავენ საზეიმო ვითარებაში.
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ, 2 მაისს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზებს აუწყა, რომ იტალიაში 2 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადგურ ხარაზიამ – იტალიის ერთ-ერთ ქალაქის ხელმძღვანელობასთან განზრახვების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა.
,,ჩვენი გამოცდილებით, ამგვარი შეთანხმების ყოველი ხელმოწერის შემდეგ ქართული მხარე სერიოზულ ზეწოლას ახდენდა თავისი საელჩოებით ჩვენს პარტნიორებზე და აიძულებდნენ გაეუქმებინათ შეთანხმება. ჩვენ ეს გაკვეთილი უკვე ვისწავლეთ და საიდუმლოს შენახვით, ამ იტალიური ქალაქის ხელმძღვანელობა ზეწოლისგან დავიცავით, ხოლო საკუთარი ქვეყანა კიდევ ერთი ხელშეკრულების დაკარგვისაგან,, განაცხადა ტანიამ.
საინტერესოა რამდენ ხანს და როგორ აპირებენ აფხაზი სეპარატისტები გაასაიდუმლოონ დამეგობრებულ იტალიურ ქალაქთან ურთიერთობები და ოფიციალური ვიზიტები, სადაც მათივე თქმით, აფხაზური ღვინით, ყველით და აჯიკით დადიან, რომელსაც თურმე დიდი მოწონება ხვდა წილად. ასაევე საინტერესოა რამდენ ხანში დაადგენს ქართული მხარე და ჩვენი საგარეო უწყება, ზემოაღნიშნული ინფორმაციასთან დაკავშირებით – სინამდვილეს.
,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ოპოზიციას და არასამთავრობოებს კონკრეტული მიმართულებით ფორმატის შექმნა შესთავაზა – ჩიხრაძე
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ