აფგან მუხთარლის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 16:09

აფგან მუხთარლის სასამართლომ 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მნიშვნელოვანი

  • ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ინფრომაციას გამოცემა "ჰაქინ -აზი" ავრცელებს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

სხვა სტატიები

ბელაქნის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. ინფრომაციას გამოცემა “ჰაქინ -აზი” ავრცელებს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დღევანდელ პროცესზე სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართა თავად აფგან მუხთარლიმაც, რომელსაც გამოძიება კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.

მუხთარლიმ ბრალდებას კიდევ ერთხელ აბსურდული უწოდა და კვლავ გაიმეორა, რომ ის თბილისიდან სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 12, 2018 16:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,106
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics