აფგან მუხთარლის ოჯახი გერმანიაშია – ადვოკატი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებების დამცველის, ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის მეუღლე და შვილი ამჯამად გერმანიაში იმყოფებიან.

”აფგან მუხთარლის მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმა გუშინ საქართველო დატოვეს. მე-3 უსაფრთხო ქვეყნის შემოთავაზება და მოძიება მთელი პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განიხილებოდა. ამჟამად, გატაცებული ჟურნალისტის ოჯახი გერმანიაშია. გამოძიების მიმართ არსებული პრეტენზიების და არსებული საფრთხეების ფონზე, მაღალი ალბათობით შესაძლოა ლეილა მუსტაფაევა (მეუღლის მსგავსად) გამხდარიყო გატაცების და აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრობის მსხვერპლი. ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ და ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აგრძელებს აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას ინტერესების დაცვას”, – წერს ადვოკატი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. მუხთარლის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აცხადებდა, რომ მას უთვალთვალებდნენ. მან გამოძიების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართა.

banner
წინა სტატიაში“კიბერუსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს”- ჯეიმს აპატურაი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი