აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია ბათუმშიც გაიმართა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად აქცია ბათუმშიც გაიმართა. ევროპის მოედანზე ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ეს არის ადამიანის თავისუფლების, პატივისა და ღირსების შელახვა. აქციის მონაწილეების თქმით, ჟურნალისტის დაკავება და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გადაყვანა უკანონოდ მოხდა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, საქართველოს მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიეცა.

დღეს თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გაიმართა.

banner
წინა სტატიაში,,ჟურნალისტი გაიტაცეს… თავზე ტომარა დააფარეს და გადაიყვანეს! ასე მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა იქცევა“
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილის სკანდალური განცხადება