აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან 1 წელი გავიდა – პარლამენტთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა. მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია იგეგმება დღეს პარლამენტის შენობასთან.
ორგანიზატორი სამოქალაქო სექტორია, სადაც კიდევ ერთხელ საუბრობენ სავარაუდო ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ. სოლიდარობის აქციის მონაწილეები ითხოვენ, გასაჯაროვდეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.
აფგან მუხთარლის ადვოკატი კი გამოძიების გაჭიანურების შესახებ და სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე დაიწყება

banner
წინა სტატიაშიმოზარდის გატაცების ბრალდებით დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ (video)
შემდეგი სტატიაცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარებისთვის სასჯელი მკაცრდება