,,აფგან მუხთარლის დაპატიმრებაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ”

ჩვენ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, წვლილი მიუძღვის აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრებაში.

„ეს ორგანიზებული დანაშაული საქართველოში მოხდა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ აფგან მუხთარლის დაპატიმრებაზე“, – აღნიშნა მან.

როგორც ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საგამოძიებო ჟურნალისტი მოიცილა, შეზღუდა მისი თავისუფლება და ციხეში გამოკეტა“.

„მიუხედავად ამისა, მე და ჩემი მეუღლის კოლეგები დაწყებულ გამოძიებებს ბოლომდე მივიყვანთ“, – დასძინა მუსტაფაევამ.

აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
აღსანიშნავია, რომ პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

banner
წინა სტატიაში,,ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა ყველასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან ერთად უნდა გაგრძელდეს”
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: მაჩალიკაშვილის ტერორისტობის ერთი მტკიცებულება მაინც დადეთ