აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის უშიშროებისთვის გადაცემა სამუდამოდ დარჩება ივანიშვილის დიქტატურის სამარცხვინო ლაქად

“როგორიც არ უნდა იყოს აფგან მუხტარლის მომავალი ბედი, ამ კაცის თბილისიდან გატაცება და აზერბაიჯანის უშიშროებისთვის გადაცემა სამუდამოდ დარჩება ივანიშვილის დიქტატურის სამარცხვინო ლაქად; სტუმრის გაყიდვის და ქოცური ლაჩრობის სიმბოლოდ, რომელიც არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან.
სანამ ეს გამყიდველი მთავრობა გვმართავს, მანამდე ეს სირცხვილი ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების სირცხვილიც არის”-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა