აფგან მუხტარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე საქართველოს მთავრობამ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები

აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების დასრულებამდე საქართველოს მთავრობამ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, გამოძიების გარკვეულ შედეგებამდე, სხვადასხვა მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები გათავისუფლებული იქნებიან თანამდებობიდან.

“ბატონ მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიების დასრულებამდე ქვეყნის მთავრობამ გადადგა შესაბამისი ზომები. სანამ გამოძიების გარკვეული შედეგი დადგება, შესაბამისი ადამიანები, სხვადასხვა მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები გათავისუფლებულები იქნებიან”,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის და მთავრობის სურვილია, არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ეჭვის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატია,,ფაქტების ერთობლიობა ქმნის სიტუაციას, სადაც პარტიები არიან სრულიად უთანასწორო გარემოში”