აფგან მუხტარლის ინციდენტში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა არის აბსოლუტურად გამორიცხული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობას გამორიცხავს.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხარო ინციდენტს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

“შემიძლია გითხრათ, ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული სტანდარტების განვითარება და შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ. მე შევთავაზე აფგან მუხტარლის ოჯახს, ცოლს და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა და დაცვა. პიროვნება, რომელზეც საუბრობენ, არის დაკავებული, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში არის აბსოლუტურად გამორიცხული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/465658677112495/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშილევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიააფგან მუხტარლისთან ადვოკატი არ შეუშვეს