აფგან მუხტარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე უარი უთხრა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ადვოკატების სარჩელი ნასიმის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.

შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ეხებოდა. ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტისთვის ციხეში ყოფნა შინაპატიმრობით შეეცვალათ.

მუხტარლის ადვოკატმა ელჩინ სადიგოვმა ადგილობრივ გამოცემა Turan-ს განუცხადა, რომ შუამდგომლობას პროკურატურა შეეწინააღმდეგა, იმ მოტივით რომ მუხტარლი პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყნიდან გაქცევას შეეცდებოდა. ეს არგუმენტი აზერბაიჯანის სასამართლოს მოსამართლემ გაითვალისწინა.

შესაბამისად მუხტარლის ადვოკატებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან
შემდეგი სტატიახმაური გამრეკელის ქუჩაზე: ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მომხრეები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ