აფგან მუხტარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა – ჯეჯელავა

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

ჯეჯელავამ გუშინ საქმის კომენტირებისას აღნიშნა, რომ მისი ინფორმციით მუხთარლი „რადიო თავისუფლების“ დაცვის უფროსი იყო და მას ჟურნალისტიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. დღეს კი აღნიშნა, რომ დადგინდა ის ფაქტი, რომ მუხთარლი ნამდვილად ჟურნალისტია და გუშინ ამს არასწორი ინფორმაცია ჰქონდა:

„დაზუსტდა და აფგან მუხტარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა. როგორც აღმოჩნდა, უშიშროების სამახურის უფროსიც იყო და ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიც“, – აღნიშნა ჯეჯელავამ.

აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. ჟურნალისტს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულს ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი სარცელის დაკმაყოფილება, უფლებადამცველები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე : აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ყველაზე უნამუსო განმარტებებს საქართველოს განათლების მინისტრი იძლევა
შემდეგი სტატია“გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა”- აფგან მუხტარლის მეუღლე