“APG Georgia” – მ ინტერლაინ პროდუქტ «IET”-ს 2 წლის იუბილე აღნიშნა

8 დეკემბერს, კლუბ „ელ ცენტროში“ «APG Georgia”-ს პროდუქტ «IET”-ს 2 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
პრეზენტაციაზე დასასწრებად თბილისს პარიზიდან “APG”-ს IET-პროდუქტის აღმასრულებელი დირექტორი ოფელი შერდრონი ეწვია. ღონისძიებას ასევე 100 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“APG Georgia”-მ ავიასააგენტოებისთვის ახალი პროდუქტის დანერგვა 2 წლის წინ დაიწყო. როგორც კომპანიის მენეჯმენტში განმარტავენ, ამ სერვისის გამოყენებით ავიასააგენტოები მგზავრებს სთავაზობენ მსოფლიოში მოქმედი 90- ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთის შეძენას საქართველოდან. პროდუქტის ფარგლებში “APG Georgia” ავიასააგენტოებს საქართველოს ოფისის მეშვეობით ადგილობრივ მხარდაჭერას სთავაზობს.
„APG IET“ არის ინტერლაინ ელექტრონული გაბილეთების პლატფორმა, რომელიც შემუშავებულია Heli Air Monaco (YO-747)-სთან პარტნიორობით. ინტერლაინი წარმოადგენს კომერციულ ხელშეკრულებას ავიაკომპანიებს შორის, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს, მარშრუტი სხვადასხვა ავიაკომპანიის რამდენიმე განსხვავებულ სეგმენტზე ერთდროულად დაგეგმოს. APG IET პროგრამაში მონაწილეობით ავიასააგენტოებს შესაძლებლობა ეძლევათ, YO-747 „ბლანკზე“ გამოწერონ 90-ზე მეტი ავიაკომპანიის ბილეთი, რომელიც საქართველოში არ ოპერირებს. ეს სერვისი ტურისტული სააგენტოების გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის, ამასთანავე, დაეხმარება ქართველ მგზავრებს, მოხვდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,“ – განაცხადა “APG Georgia”-ს ხელმძღვანელმა ია ხომერიკმა.
ცნობისთვის, APG (Air Promotion Group) 1991 წელს საფრანგეთში, კერძოდ პარიზში ავიაკომპანიებისთვის გაყიდვების და სერვისის პროდუქტების შექმნის მიზნით დაარსდა. APG Network-ი ავიაკომპანიებისთვის სხვადასხვა სერვისების შექმნაში ლიდერი კომპანიაა. იგი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, 176 ქვეყანაში 112 ოფისით არის წარმოდგენილი. მსოფლიოს მასშტაბით “APG”-ს პარტნიორი ავიაკომპანიების რიცხვი 390-ს აღწევს.
APG-ს (Air Promotion Group, რომელიც ფრანგული კომპანია www.apg-ga.com) ქართული წარმომადგენლობა „APG Georgia“ 2012 წელს დაარსდა და მისი მიზანი საქართველოში ავიაბიზნესის განვითარებაა.
„ჩვენი კომპანია ავიაკომპანიებსა და ავიასააგენტოებს განსაკუთრებულ, ინოვატორულ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. APG ქმნის პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც საშუალებას აძლევს ავიაკომპანიებს, მინიმუმამდე დაიყვანონ ადმინისტრაციული ხარჯი ერთ პარტნიორთან თანამშრომლობით,“ – აღნიშნა ია ხომერიკმა.
“APG Georgia” საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს ისეთი კომპანიების გენერალურ სავაჭრო აგენტს, როგორებიცაა Heli Air Monaco, AtlasGlobal Cargo, Philippine Airlines, Qatar Airways Cargo, British Airways World Cargo. გარდა ამისა, იგი ABCS-ის პროგრამის ფარგლებში წარმოადგენს ავიაკომპანიებს – Korean Air, Cathay Pacific, Royal Air Maroc, Arkia Israeli Airlines, Dniproavia, Yanair.

banner
წინა სტატიაშიგაზპრომი და საქართველო – რესპუბლიკური პარტიის წევრი წერილს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიაგორში 480 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო