აფეთქების სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ იყო

დორტმუნდის პოლიციის ხელმძღვანელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფეთქების სამიზნე საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია“ იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.მისივე თქმით, გამოძიების პირველადი ვერსიით, შეიძლება ითქვას, რომ საქმე ეხება ძალიან სერიოზულ ასაფეთქებელ მოწყობილობას.

სასტუმროსთან, სადაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები არიან განთავსებული, საეჭვო ნივთი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

Dailystar-ის ინფორმაციით, პოლიცია ეჭვობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, კიდევ იყოს განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობები.

 

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში სამი აფეთქება მოხდა. შედეგად დაზიანდა საფეხბურთო კლუბ „ბორუსიას“ ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა, სადაც ისინი ფრანგულ „მონაკოს“ უნდა დაპირისპირებოდნენ.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ფეხბურთელი მარკ ბარტრა, რომელსაც ხელი დაუზიანდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს. სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან.

მომხდარის გამო, „ბორუსია“-„მონაკოს“ თამაში 12 აპრილს ადგილობრივი დროით 18:45 საათისთვის გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიUnited Airlines-მა, ბორტიდან მგზავრის ძალით ჩამოყვანის გამო, 750 მილიონი დაკარგა
შემდეგი სტატიაკოტე აფხაზის ქუჩაზე ხის მოტეხვამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა