აფეთქება მექსიკაში – 29 დაღუპული და ათეულობით დაშავებული

მექსიკაში, ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. შემთხვევა პიროტექნიკის პოპულარულ ბაზრობაზე მაშინ მოხდა, როდესაც იქ ადგილობრივები და ჩასული სტუმრები საახალწლოდ ფოიერვერკების შესაძენად მივიდნენ.

დაზარალებულების დასახმარებლად ადგილზე რამდენიმე ათეული სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი ვერსიით აფეთქება უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითუ ყველაფერი კარგად მიდის და ლარი მაინც უფასურდება, ეს ნიშნავს, რომ ვერაფერი ვერ გამოსწორდება-დავით ბარქაძე
შემდეგი სტატია“ჯანდაცვის ბიუჯეტი გახდა უძირო ქვევრი” – ოთარ კახიძე 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს აკრიტიკებს