აფეთქება გალში – ე.წ. გამგებლის სახლში ხელყუმბარა აფეთქდა

ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ მეორე ოტობაიაში აფეთქება მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ე.წ. გამგებლის, ვიტალი სოროკინას სახლში მოხდა და ის სავარაუდოდ ხელყუმბარის გახსნამ გამოიწვია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ე.წ. აფხხაზური მილიციისა და რუსული ეფ-ეს-ბეს-ს თანამშრომლები

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა