ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდა პოროშენკოს ქარხნის საქმიანობით

კიევის რაიონულმა სასამართლომ ნება დართო ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს გაეცნონ იმ ქარხნის დოკუმენტაციას, რომელიც პრტეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სტრუქტურებს ეკუთვნის. ამის შესახებ წერს გამოცემა “Liga.net”.
საწარმო ფიგურირებს საქმეში, რომელიც ეხება უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მიერ “ტრიტონის” ტიპის ბრონირებული ავტომანქანების მაღალ ფასში შესყიდვას. ავტომანქანები შეიძინეს 2015 წელს ქარხანაში “Завод Кузня на Рыбальском “, რომელიც ეკუთვნის პეტრო პოროშენკოს და “სახალხო რადას” დეპუტატს იგორ კონონენკოს.
სასამართლომ დაადგინა, რომ შესყიდული ავტომანქანები ტექნიკურად გაუმართავი იყო და ვერ ასრულებდნენ სრულად თავის დანიშნულებას. გამოძიების მიზნით სასამართლომ ნება დართო ეროვნულ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს გაეცნონ ამ ქარხნის დოკუმენტაციას.

banner
წინა სტატიაშიგოგი თათუხაშვილი: სახელმწიფო, კრემლის შეკვეთით, ისევ აგრძელებს ბრძოლას ზაალ ლატარიას წინააღმდეგ!
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტმა სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურა დაასახელა