ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ჩაბარდა სამართალდამცავებს

პავლე არძინბა, რომელიც ეჭვმიტანილია აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ექს-პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში, ჩაბარდა ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებს. ამის შესახებ სეპარატისტთა გენპროკურატურა იუწყება.  
“პავლე ხარიტონის ძე არძინბა, რომელიც ანქვაბზე თავდასხმასთან დაკავშირებით 2012 წლიდან იძებნება,  პროკურატურაში საკუთარი ნებით გამოცხადდა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. ეჭვმიტანილი დაკავებულია და დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ანქვაბზე თავდასხმასთან დაკავშირებით ადრე დაკავებულ იქნა 7 ეჭვმიტანილი, რომლებსაც ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯათ.
banner
წინა სტატიაშიარაღიარებული აფხაზეთი აპირებს კატალონიის დამოუკიდებლობის აღიარებას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: „ბურჯანაძის რეიტინგი ნოლია!“