ანკარაში ოპოზიციური პარტიის ოფისზე შიარაღებული თავდასხმა მოხდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტიის (HDP)შტაბ-ბინაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ბოროტმოქმედებმა, პარტიის ოფისის მიმართულებით კარაბინის სისტემის იარაღიდან 4 გასროლა მოახდინეს. ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრები. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია თურქეთის ჟანდარმერიისა და სპეცსამსახურების ნაწილები. ცნობა მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური სახალხო დემოკრატიული პარტია, პროქურთული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც თურქეთის პარლამენტში საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავს.. თუმცა პარლამენტის წევრების უმრავლესობა და პარტიის ხელმძღვანელები, ბოლო თვეების მანძილზე, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით თურქი სამართალდამცავების მიერ დაპატიმრებულნი არიან.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი ალეპოს გამო გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაBBC: დათანხმდება თუ არა პუტინი კურილის კუნძულების დაბრუნებაზე