ანკარაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამუშავებულია თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 53 36 90 30 40

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

საქართველოს ელჩის  ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ამ დროისთვის საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მისი თქმით, საელჩო მუდმივ კავშირზეა საავადმყოფოებთან და პოლიციასთან. ამჟამად მიმდინარეობს დაშავებულთა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.
ელჩი თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ახლობლებს მიმართავს, ნუ შეშინდებიან, თუ თავიანთ ახლობლებთან დაკავშირებას ვერ შეძლებენ, რადგან ამ ეტაპზე სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაცია გართულებულია.
banner
წინა სტატიაშიტერაქტის შედეგად, ბოლო ინფორმაციით 34 ადამიანი გარდაიცვალა, 125 კი დაშავდა
შემდეგი სტატიაბოროტებასთან ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე