ანკარას მერმა ამერიკის ელჩს თურქეთიდან წასვლა ურჩია

ანკარას მერმა ამერიკის ელჩს თურქეთიდან წასვლა ურჩია

ანკარას მერმა ამერიკის ელჩს თურქეთიდან წასვლა ურჩიაანკარის მერმა მელიხ გეკჩეკმა ამერიკის ელჩს ჯონ ბასს აშშ-ში დაბრუნება ურჩია მის მიერ თურქ მეცნიერებზე ნათქვამი სიტყვების გამო – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

“თქვენ თურქეთის მტრად წარმოჩენას ლამობთ. გთხოვთ, არ არის საჭირო თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გაფუჭება. ბატონო ელჩო, აშშ-მ არასწორი არჩევანი გააკეთა თქვენი ელჩად დამნიშვნით. აქ სხვა დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა მოვიდეს თქვენს მაგივრად, რომელსაც თქვენზე მეტი ეცოდინება” – დაწერა გეკცეკმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

15 იანვარს თურქეთის პოლიციამ 14 მეცნიერი დააკავა, რომლებმაც მტავრობას მოწოდება გაუგზავნეს, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ქურთების პრობლემა მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს. პროკურატურამ მათ “თურქი ხალხის სახალხო დამცირებაში” დასდო ბრალი.
აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა თავის მიკრობლოგში შეშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო. მისი აზრით, საკუთარი აზრის გამოთქმა არ შეიძლება ტერორიზმის მხარდაჭერად გამოცხადდეს, რადგან ხელისუფლების კრიტიკა სახელმწიფოს ღალატს არ ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშითურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აკრძალეს
შემდეგი სტატიავენესუელაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა შემოიღეს