ანკარამ მოსკოვს ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის სამუშაო ჯგუფი შექმნა შესთავაზა

თურქეთი რუსეთს ურთიერთობების დასარეგულირებლად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს – ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღავნელმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა/
“რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მიესალმება პროცესში თურქეთის მხრიდან ყველა ნაბჯს” – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატი შესაძლებელია იყოს, როგორც არაფორმალური, ისევე ფორმალური, “მთავარია პრობლემის გადასაწყვეტად საერთო გზები გამოვნახოთ” – განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ.
შეგახსნებთ, რომ როგორც “თაიმერი” გერმანულ “დოიჩე ველეზე” დაყრდნობით იუწყებოდა, რუსეთის პრეზიდეტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის თურქეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად, თუკი თურქეთი ბოდის მოიხდის.
რუსეთ-თურქეტს შორის ურთიერთობები გასული წლის ნოემბრიდან დაიძაბა. ქვეყნებმა ერთმანებს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესეს.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ევროკავშირის დაშლის ნიშნებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესმა კიევს ლგბტ აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდა