ამერიკის ანკანზასის შტატში ერთ დღეს ორი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით მას შემდეგ, რაც სასამართლომ უარი უთხრა მათ აპელაციაზე. უკანასკნელი 17 წლის მანძილზე ანკანზასი აშშ-ს პირველი შტატია, რომელმაც ერთ დღეს ორი მსგავსი სასჯელი აღასრულა.
ერთ-ერთი პატიმარს ბრალად ედებოდა 35 წლის მერი ფილიპსის მოკვლა და მისი 11 წლის ქალიშვილის მკვლელობის მცდელობა.
მეორე პატიმარი სამი ქალის მოკვლაში იყო ბრალდებული.