ანი წითლიძე: მართული პროცესი იყო თავად სუს-ის მხრიდან

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობას, გადაცემა “არჩევანის” ეთერში მწვავე დებატები და დაპირისპირება მოჰყვა.

ერთმანეთს ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. გადაცემის სტუმრები გუშინ გამართულ ხმაურიან სხდომაზე საუბრობდნენ, სადაც როგორც ოპოზიცია აცხადებს, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერება წესებისა და პროცედურების დარღვევით მოხდა.

საკრებულოს უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სხდომაზე საკითხს კენჭი წესების დაცვით ეყარა, ოპოზიცია კი ადგილობრივ ხელისუფლებას სუს-ის დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.

ზუგდიდი საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანი წითლიძე, ზუგდიდის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს.

მისივე თქმით, ეს მართული პროცესი იყო თავად სუს-ის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრე მოქალაქეებს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცა.

https://youtu.be/SYKHfsHR-J0

banner
წინა სტატიაშიეს შპარგალკა კი არ იყო, ეს იყო ნაწერი, სადაც მე ჩავინიშნე თითოეული ადამიანის კრიტიკული შენიშვნა
შემდეგი სტატიათქვენ ფეხებზე დაიკიდეთ ყველას ინტერესი – ზუგდიდის საკრებულოს “ევროპული საქართველოს” წევრი თვითმმართველობის რეფორმაზე