ანი წითლიძე: 200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 10, 2018 20:11

ანი წითლიძე: 200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს

“ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტლებით, შემცირდა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. ზუგდიდის მერია აღარ იქნება ოპერაციების თანადამფინანსებელი ყველა მოქალაქისთვის. (განისაზღვრა მხოლოდ სოციალურად დაუცველები და პენსიონერები. 2015 წლამდე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში და შემდეგ ერთი წელიც, ეს შეზღუდვა არ არსებობდა)
200 ლარიდან 100 ლარამდე შეუმცირდათ ერთჯერადი დახმარება I და II ჯგუფის შშმ პირებს. შემცირდა ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამაც.
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ორჯერ გაიზარდა ხელფასები ადგილობრივ თვითმმართველობაში და ზუგდიდში უკვე მეორე მოწვევის საკრებულო და მერია იღებს ამ ორჯერ გაზრდილ ხელფასს იმ ფონზე როდესაც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები ყოველ წელს მცირდება, ბენეფიციარების რაოდენობა კი იზრდება.

სამაგიეროდ დღეს ზუგდიდის საკრებულო ორი საათი განიხილავდა საკითხს მიენიჭოს თუ არა ზუგდიდში, ჭითაწყარის N 4 სასაფლაოს პანთეონის სტატუსი…

(ცალკე სადაო საკითხია ვის გამო უნდათ პანთეონის სტატუსის მინიჭება კონკრეტული სასაფლაოსთვის)-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ანი წითლიძე.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 10, 2018 20:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


1,131
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics