ანი მიროტაძემ “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა დაასახელა

“ეროვნული ფორუმის” წევრმა, ანი მიროტაძემ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა დაასახელა.

როგორც ანი მიროტაძემ აღნიშნა, ბევრი კანდიდატი სიურპრიზად რჩება.

რევაზ შავიშვილი საბურთალოზე იქნება წარდგენილი, ვაკის ერთ-ერთ უბანში “ეროვნული ფორუმი” გია ხეჩინაშვილს წარადგენს, თელავში იქნება გელა გელაშვილი, რომელიც ძალიან კარგი ახალგაზრდაა, მას განათლება აშშ-ში აქვს მიღებული და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება. ფოთში კანდიდატად გვეყოლება ახალგაზრდა – ოთარ ხარჩილავა. რაც შეეხება გორს, ერთ-ერთ რაიონში წარდგენილი იქნება სოსო ვახტანგაშვილი, გორში იქნება წარდგენილი გურამ მჭედლიძეც“, – განაცხადა მიროტაძემ.

მისივე ინფორმაციით, ყველა კანდიდატს “ეროვნული ფორუმი” უახლოეს დღეებში წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიდავით მესხიშვილი : ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა
შემდეგი სტატიააღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სერვისზე მოთხოვნა იზრდება