ანგელა მერკელი უპირატესობას ბუნდესტაგის ახალ არჩევნებს ანიჭებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უპირატესობას ბუნდესტაგის ახალ არჩევნებს ანიჭებს. ამის შესახებ მან განაცხადა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ეთერში, იუწყება გამოცემა “Bloomberg”.
მერკელის თქმით, იგი სკეპტიკურად უყურებს იდეას უმცირესობისგან მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რადგან ეს არ მოიტანს სასურველ სტაბილურობას. “მყარი უმრავლესობის არარსებობის პირობებში, ახალი არჩევნები საუკეთესო გამოსავალი იქნება”,- ხაზი გაუსვა მან.
მერკელმა აღნიშნა, რომ მას არ იზიდავს იდეა უმცირესობისგან შემდგარი მთავრობის კანცლერი იყოს.
შეგახსენებთ, ანგელა მერკელის ბლოკი, პარტიები “მწვანეები” და “თავისუფალი დემოკრატები” ვერ შეთანხმდნენ კოალიციის ფირმირებაზე, რის შემდეგ ბუნდესტაგში ალაპარაკდნენ ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.
მერკელი კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი იქნება, თუმცა გაურკვეველია ახალი მთავრობის ფორმირების პერსპექტივა.
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ამ დღეებში გეგმავს შეხვდეს ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და განიხილოს არსებული პოლიტიკური კრიზისი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა არ აპირებს საქართველოს იმ მოქალაქეების დეპორტაციას, რომლებსაც დოკუმენტები წესრიგში აქვთ
შემდეგი სტატიაპატრიარქი კირილი მოუწოდებს, რომ  ქრისეტეს მეორედ მოსვლა დაამუხრუჭონ