ანგელა მერკელი: საქართველო მთელი მონდომებით ცდილობს, კრიმინალებს ებძოლოს

საქართველო მთელი მონდომებით ცდილობს კრიმინალებს ებძოლოს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ კრიმინალების წინააღმდეგ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„საქართველოს მთვარობა ძალიან მჭიდროდ ურთიერთობს კრიმინალებთან ბრძოლაში და მიხარია, რომ ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის. მთელი მონდომებით ცდილობს საქართველო კრიმინალებს ებძოლოს. ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ ამ მონდომებას და არ შეუშლით ხელს ვიზალიბერალიზაციის პროცესს, მაგრამ არსებობს კიდევ უამრავი ნიუანსი, რომელიც უნდა იყოს მიღებული. ამიტომ, შეჩერების მექანიზმსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით თავიდან ავიცილებთ უსიამოვნებას, რაც მიგრანტების გამო, სხვა ქვეყნებთან უკვე გამოიარა ევროკავშირმა”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: კრემლი ნატოს ბატალიონის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს
შემდეგი სტატიაშაორის ტბაში 18 და 19 წლის ბიჭები დაიხრჩვნენ