ანგელა მერკელი: ამ ტერაქტს პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ

საფრანგეთში მომხდარ ტერაქტების სერიას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ეს ტერაქტი მთელ მსოფლიოს ეხება.

“დღეს ჩვენ ყველანი ვგლოვობთ. ვგლოვობთ პარიზის ტერაქტების შედეგად დაღუპულებს. ეს უდიდესი ტრაგედია. გერმანია თქვენთან არის და თქვენს ტკივილს იზიარებს. ყველა დაშავებული მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. არ შეგვიძლია არ ვიფიქროთ მათზე, რომლებიც გუშინ დაიღუპნენ. ადამიანები, რომლებიც ისვენებდნენ. ცხოვრობდნენ თავისუფალ ქვეყანაში. მათი სიცოცხლე კი, ტერორისტების ტყვიებმა იმსხვერპლა.

ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის ტერაქტი. ეს ტერაქტი ყველას გვეხება. ამიტომ ამაზე პასუხი ყველამ ერთად უნდა გავცეთ. პირველ რიგში უსაფრთხოების გაძლიერებითა და ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით. ჩვენი პასუხი ტერორისტებს, ევროპული ღირებულებების დაცვაა. მოდით, ბოლომდე განვაგრძოთ ჩვენი ევროპული ღირებულებების დაცვა” – განაცხადა ანგელა მერკელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, პარიზში განხორციელებულ 6 ტერაქტს 153 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშინინო გიორგობიანი: პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, საქართველოში უსაფრთხოების ზომებია მიღებული
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენი გული დღეს პარიზშია, თითოეული მსხვერპლის გვერდით