ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ

Freedom House-ის ანგარიშს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯოდმარე, საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და ანგარიშის ავტორები არაკომპეტენტურობასა და ტენდენციურობაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანგარიშის ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, “რომელიც არის დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედი საქართველოში”- აცხადებს კობახიძე.
„საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე იმ პირობებში, როდესაც ანგარიშის ავტორები ამგვარი მმართველობის ნიშნების დაკონკრეტებასაც კი ვერ ახერხებენ, ბუნებრივია, საფუძველს არის მოკლებული. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა კრიტიკა „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით, რომელიც ასევე მოკლებულია დასაბუთებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანელი პოლიტიკოსები ტრამპს მოუწოდებენ არ იჩქაროს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს, ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა