ანდრო ბარნოვი: ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა… პარტია მანიპულაციებს ეწირება

მე ვტოვებ პარტიას და მის პოლიტიკურ საბჭოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი ენმ-ს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ამ თემასთან დაკავშირებით გიგი უგულავას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება. ანდრო ბარნოვი ენმ-ში არსებულ განხეთქილებაში, პარტიის საგარეო მდივანს გიგა ბოკერიას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გოგა ბოკერიას დაჯგუფებას ჯერ მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენებით ხმების მიღება სურდა, ხოლო შემდგომ პროცესებიდან სააკაშვილის ჩამოშორება:

„წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.

1. რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც…

2. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით.

ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს, დანარჩენზე მერე ვიტყვი“- წერს ანდრო ბარნოვი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-ტექნიკური სისტემა ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში
შემდეგი სტატიაახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში გადახტა