ანდრო ბარნოვი ენმ-ზე- “ბიუროკრატიული დაპირისპირება მარაზმია”

ანრო ბარნოვი„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება. 

“იქ აღარ იპოსტება და აქ გიპასუხებთ: თეა თე გოგუა, არ გრცხვენია რომ ასეთ რამეებს მაბრალებ? გავიყიდე რას ნიშნავს? რომ დავანებე ყველაფერს თავი, სოფელში წავედი და მარნის მოვლით დავკავდი, ამის გამო უნდა მაკადრო რომ „გავიყიდე“? ენას ძვალი არ აქვს, თუმცა შენ იცი, თუ ასე გირჩევნია მოიქცე, მე ვერაფერს გავაწყობ.

რაც შეეხება კონკრეტულ პრეტენზიებს, თეა, რომ მეუბნები ხურვალეთის გამო გახარებული ვიყავიო, იცი რა ხდებოდა პარტიაში მაგ ხურვალეთის გამო? სისხლზე მოშარდა ყველამ, ჩემო კარგო. თავი მოიკლეს, რომ რომელიმე ტელევიზიის ეთერში არ აღმოვჩენილიყავი შემთხვევით. აბა დაუკვირდი, ნიუსების გარდა თუ სადმე გინახივარ მაგ თამასთან დაკავშირებით? ან რომელიმე ჩემი აქცია თუ გაშუქებულა სადმე? მოვიარე საქართველო არ გავჩერებულვარ ადგილზე სამი წელი. გინახავს სადმე რამე? და რატომ არ გინახავს იქნებ დაფიქრდე ამაზე? რომ მეუბნები, არ წამოსულიყავი გებრძოლაო, ძალიან გთხოვ გულწრფელად დაფიქრდი, მართლა გგონია რომ ასე უნდა მითხრა? დამეზარა და წამოვედი? იქნებ შემეშინდა რამის? ჩემზე გაბედული და შრომისმოყვარე ვინ იცი იქ, დამისახელე აბა? თუ რა გგონია მაინც, რა მოხდა?

ჩემო კარგო, რომ აყვებით რაღაც სულელურ ჭორებს, თან კონკრეტულად რომ ვიცი, ვინ იგონებს და ვინ ავალებს ამ ჭორების გავრცელებას. ხომ მიცნობთ კარგად? მომწერეთ და მკითხეთ რა მოხდა, უფრო ადვილი არ არის? ნუთუ უფრო ადვილი ისაა რომ მომადგე და, გაიყიდეო, მეძახო? სირცხვილია მართლა. იმდენი ტალახი მაქვს ატანილი პრინციპების გამო, იმდენი პირადი ინტერესი მაქვს გადახაზული – იმათი უმრავლესობისგან განსხვევებით, ვითომ ჩემგან რომ იცავ ახლა, და შენ მაინც სიამოვნებას განიჭებს რომ მომადგე და მლანძღო? არ გრცხვენია მართლა? ხომ შეიძლება ოდნავ მაინც დაფიქრდეთ? არა, მართლა, დაფიქრება ძნელია? აი თქვენ ხომ ფიქრობთ რონ ენმ მოიგებს შემდეგ არჩევნებს? ჰოდა იფიქრეთ ახლა, პირადად რა მერჩია, ვყოფილიყავი ტოპ ლიდერებს შორის თუ წამოვსულიყავი? ნუ ბიბლიოთეკის ხელფასი ხომ მაინც მქონდა სხვა თუ არაფერი. ახლა რომ სახლში დავჯექი მაგას როგორ ახსნი გარდა იმისა, რომ რაღაც პრინციპის გამო გავაკეთე ეს, რისი დარღვევაც შეუძლებლად მივიჩნიე? ნუთუ ასე ძნელია ამის მიხვედრა?
ახლა რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას. აგერ გეტყვით ღიად და როგორც გინდათ ისე გაიგეთ. ჩემი აზრით კი არა, ჩემი ძალიან ღრმა რწმენით, ენმ უნდა გახსნილიყო ახალი ენერგიული ლიდერების მიმართ. ამის ნაცვლად ჩაიკეტნენ და ბრძოლა დაუწყეს ახალ ხალხს ყველა დონეზე. ცენტრალურში, რეგიონებში თუ ლოკალურ დონეებზეც კი. ვინც ენთუზიასტი და იდეის ტიპი იყო, ჯერ გამოიყენეს და, როგორც კი საფრთხემ გადაიარა, გვერდზე გაწიეს. განა რამე, არ დაიღუპება ეს ხალხი პარტიული თანამდებობების გარეშე, მაგრამ მე როგორ დავუჭირო მხარი იმას, ვინც ასე იქცევა?

ვისაც სახელმწიფოს ინტერესები აინტერესებს, იმაზე იფიქროს, რომ როცა პარტია თუნდაც ასიათასი მყარი მხარდამჭერით ცდილობს ფონს გასვლას და არა – ფართო მასებზე ზემოქმედებას, როცა არც არაფერი აქვთ სალაპარაკო და კონკურენტებს პარავენ უნამუსოდ მესიჯებს, როდესაც ოფისიდან გასვლა ეზარებათ და მხოლოდ ამ მყარი ელექტორატის იმედზე არიან, ესეიგი ეს პარტია მებრძოლი კი არა, უნამუსო და მატყუარა ბიუროკრატია, რომელსაც 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა სხვა მიზანი არ ამოძრავებს. ეს ძალიან ტეხავს. მე მაგ მარაზმის ნაწილი ვერ ვიქნები და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ ნება თქვენია, ბატონო.
მეორე – მე მიმაჩნია, რომ მიშა პარტიას კი არ უნდა გამოკიდებოდა, არამედ – უფრო ფართო მესიჯზე ეფიქრა და უფრო ფართო საზოგადოებრივი მოძრაობისთვის უნდა მიეცა გასაქანი. არც ერთ მომენტში ეს არ გააკეთა. ბოლოს, როცა მე მაინც წამოვედი პარტიიდან და საზოგადოებრივ მოძრაობას ჩავუყრი სათავესთქო, გამოვაცხადე, დამირეკა ჩემი პარტიიდან რადგან წახვედი, ბიბლიოთეკაშიც იძულებული ვარ სხვა მოვძებნოო, მითხრა. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა და მაინც დავტოვე პარტია, თუმცა ბიბლიოთეკის შესახებ გადაწყვეტილების სივრცე მას დავუტოვე და მე დემარშები ყველაფრის მიუხედავად არ დამიწყია – მითუმეტეს, რომ მაგ ბიბლიოთეკის შექმნის იდეაც ჩემი იყო და განხორციელების უდიდესი ნაწილიც. და ახლა რა ხდება? სანდრა აშკარად გააქტიურდა და ბოკერია კი აცხადებს, სიაში სანდრა არ იქნებაო. დაპირისპირებას ვერ ხედავთ აქ? თუმცა ამ შემთხვევაში მე ბოკერიას გავამართლებ, რადგან არაფორმალური მმართველობა რომ არ გვინდა, ბიძინას იმიტომ ვებრძვით. ანუ ერთს მეორით ვერ ჩავანაცვლებთ, ვინც გინდა იყოს ის. მიშას უნდა აერჩია დიდი საზოგადოებრივი მოძრაობის გზა და არა – პარტიული ჭიდაობა სიაში ადგილებზე. ამ შემთხვევაში ყველა ადგილიც მისი იქნებოდა. არ მოიქცა ასე და ძალიან მაგრად შეცდა. ძალიან ვწუხვარ, მე ყველაფერი გავაკეთე რომ ასე არ ყოფილიყო, თუმცა შედეგს ანუ უშედეგობას ყველა ხედავთ.

ანუ, მე ენმ-ს იმას კი არ ვერჩი, მიშას ყურმოჭრილი მონები რატომ არ ხართ თქო, არამედ იმას, რომ თუ შენი ლეგიტიმაციის ძირიათად წყაროს უპირისპირდები, მაშინ რამე ახალი იდეაც უნდა გქონდეს. მხოლოდ ბიუროკრატიული დაპირისპირება მიუღებელი კი არა, აუტანელი მარაზმია. მაგრამ გადაღლილი ხალხია, იდეებისგან დაშრეტილი, არაფრის არც შექმნა შეუძლიათ და არც ბრძოლა. თუარადა, ვნახე მათი კანკალი შენს მიერ მოწონებული „ხურვალეთის“ შემდეგ. ჩაიკეტნენ ნაჭუჭში და შენისთანებს ატყუებენ რომ რამეს შეცვლიან. რადგან მეც არ მოვტყუვდები, ამის გამო ნუ გამლანძღავთ. მგონი ჯობია თქვენც რეალისტურად დაფიქრდეთ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

Koba Bochorishvili თქვენ მოგმართავთ ახლა. ენმ-ზე ცუდის თქმა რას ნიშნავს? ანუ თავი შევიკავოთ და არ ვთქვათ რაც არ მოგვწონს? და რატომ? რამე პანაცეაა? ტაბუა? მეც უნდა მქონდეს ეგ ტაბუ? smile ემოცია ხვდებით რას ვამბობ? მე გავეცალე ბატონო, ვერაფერი გავაწყე. Teona Pankvelashvili რატომ წახვედი, გებრძოლაო. როგორ მებრძოლა? 65 კაცია იმ პოლიტსაბჭოში და ჩემს გარდა ყველა რაღაც დიდ ან პატარა კლანუკაშია გაერთიანებული. ცოცხალი თავით არ უნდათ ამ საპნის ბუშტი პოზიციების დათმობა, ცისფერი მთებია ნამდვილი. მანდ უნდა მებრძოლა? კარგით რა smile ემოცია ვცადე ბატონო, რამდენიმე წელი ვცდილობდი როგორც შემეძლო. დავრწმუნდი რომ წყლის ნაყვაა. რას მსაყვედურობთ კიდევ?
მოკლედ, არაფერი, რაც დღეს ენმ-ში ხდება, არც სწორია და არც რაიმე პერსპექტივის მატარებელი. დიდი ბოდიში ვის პირად გრძნობებსაც ვეხები, და ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკაზე პირადი გრძნობებით მსჯელობთ, მაგრამ მე ამ მარაზმატულ ძალას მხარს ვეღარ დავუჭერ. მე მათთან მაშინ მივედი, როცა პროდასავლური იდეა მათ გარდა არავისთან ასოცირდებოდა, როცა ყველაზე მეტად უჭირდათ. მივედი და ძალიან ბევრი რამაც გავაკეთე ამ იდეის გადასარჩენად. მგონი კარგად გამომივიდა. იმედი მქონდა, რომ პარტიაც შეიცვლებოდა, თორემ სულ არ დავრჩებოდი პოლიტსაბჭოში და მიშას წასვლის მერე წავიდოდი მეც სახლში. შევცდი. შეცდომებზე ვსწავლობთ, არა უშავრს.

დღეს მე იმედი მაქვს, რომ გამოიძებნება ახალი ენერგიული ძალა, რომელიც ჩემს ქვეყანას უკეთეს ხვალინდელ დღეს მოუტანს. რომელიც არ იქნება რევანშისტური, რომელიც იქნება მთლიანად განვითარებაზე, პროგრესზე და ღირებულებებზე დაფუძნებული. არ მაქვს ილუზია, რომ იდეალურს მივიღებთ რამეს, თუმცა თაობებს და მათ ღირებულებებს რომ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ, შეუდარებლად უკეთეს პარტიის ჩამოყალიბება შეიძლება.

მე რაც შემეხება, მე არ ვარ გირჩის წევრი. ბევრჯერ გავიგე ჭორი, რომ თურმე პარტიაში ვარ და ვმალავ. ამის მთქმელებს რა ინტელექტი აქვთ, ესეც თავად განსაჯეთ. რაც შეეხება გირჩს, დიდი სიამოვნებით მივცემ ნებისმიერ რჩევას, რაც შემიძლია. წარმატებასაც გულწრფელად ვუსურვებ. არც ენმ-ს ვეტყოდი რჩევაზე უარს, მაგრამ არ უნდათ და მოკალი”, – წერს  ანდრო ბარნოვი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიპარტია „ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად უნდა წარდგეს
შემდეგი სტატიათურქეთში ქალების პოლიციაზე თავდასხმის ვიდეო გამოქვეყნდა