ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატის ბრალდებებს “ნაციონალურ მოძრაობაში” აბსურდულს უწოდებენ

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულის ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძის ბრალდებებს დღეს ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს. დეპუტატი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარ სტილს” და ყველაფერს ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს.

„ასეთი ტიპის ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს ქართული ოცნების სტილია – ყველაფრის გადაბრალება, საკუთარი ხარვეზების და დანაშაულებების გადაბრალება. ეს თავისთავად აღიარებაა სწორედ იმის, რომ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ ფაქტთან დაკავშირებით. მემგონი არავის ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ან ქალბატონი მანანა, ან ქალბატონი ეკა, ან ის ადამიანები აღიარებდნენ ამ ჩანაწერს, თუმცა ბოლო თვეების მოვლენებმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი. შეწყალების კომისიის რამდენიმე თავმჯდომარე საუბრობს ამაზე, ის, რომ პროკურატურა ფარცხავს საქმეს, ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ ეს ეჭვები რომელიც არსებობს დანაშაულთან დაკავშირებით საკმაოდ საფუძვლიანი და არგუმენტირებულია,“ – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე – ჩვენ გვინდა, რომ ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ
შემდეგი სტატიანარმანიას მერობიდან გაუშვებენ, სანაცვლოდ კი ,,ქართული ოცნების“ სიის ათეულს ინაღდებს