ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ელისაშვილს “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ქართულ გაზეთში დაბეჭდილ დღევანდელ სტატიაში ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ხედავს. როგორც ნიკოლაძე ამბობს, ალეკო ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობის ინტერესებით მოქმედებს და ამით ცდილობს არსებული ვითარების გადაფარვას.

მირიან ნიკოლაძის განცხადებით ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ფულის აღების თაობაზე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, სწორედ ამის გამო ქართული გაზეთი დღეს არარეალურ მიმოწერას აქვეყნებს. ნიკოლაძე ამ მიმოწერის გამავრცელებლების დადგენას ითხოვს.

„ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახლავთ მოცემულ შემთხვევაში ალეკო ელისაშვილი და ეს არის საერთო ხელწერა. ჩანაწერის გავრცელებას აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. აღმოჩნდა, რომ ელისაშვილმა ვერც მესიჯები წარადგინა, სავარაუდოდ თავისივე წაშლილები. ელისაშვილმა ვერ დაუსახელა ლეგენდარული და მისტიური მოწმე გამოძიებას და შესაბამისად ვერანაირი მტკიცებულება ვერ მიაწოდა პროკურატურას. ახლა ეს უნდა გადაიფაროს რაღაცით,“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

banner
წინა სტატიაშიანასტასია ზაუტაშვილის შვილი ეკა ბესელიასთვის და მანანა კობახიძესთვის ფულის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს
შემდეგი სტატია“კატეგორიულად არასწორია, როდესაც მარგველაშვილი ერთი რომელიმე ჯგუფის პოზიციას იკავებს”