ანალიზის შედეგების მიხედვით, საარჩევნო სიით არჩეული მომავალი პარლამენტის წევრები ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მათ პოლიტიკური პარტიებისგან და სამედიცინო დაწესებულებებიდან მიღებული აქვთ ცნობა, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში, პროპორციული სისტემით არჩეული, საარჩევნო სიით პარლმენტში შემსვლელი სავარაუდო წევრებს ნარკოლოგიური შემოწმება გავლილი აქვთ. ინფორამცია ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ მიაწოდა.

„საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩვნო სისტემით არჩეულ სავარაუდო წევრებს კენჭისყრიდან 7 დღის ვადაში უნდა გაევლო ნარკოლოგიური შემოწმება და კენჭისყრის დღიდან ორი კვირის განმავლობაში შემოწმების შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მოეწოდებინა ჩვენთვის. ამავდროულად, პარტიებსაც ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინათ საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამ ეტაპზე აბსოლუტურად ყველა კანდიდატს აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია, თითეული საარჩვნო სუბიექტის მიერ არის წარდგენილი ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თითეულ ცნობაში არის მითითებული, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მომხმარებლები. „- აღნიშნავენ საარჩევნო ადმინისტრაციაში.

რაც შეეხებათ მაჟორიტარული სისტემით არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კანონმდებლობის თანახმად მაჟორიტარებს შესაბამისი ცნობა კანდიდატად რეგისტრაციის დროს უნდა წარედგინათ და ცესკო-ში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომ ისინი არ არიან ნარკოტიკების მოხმარებლები.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ჯიხაშკარსა და განმუხურში გაიმარჯვებენ
შემდეგი სტატია“იმედი მაქვს, „ოცნების“ გახურებულ ტვინებს დღის ბოლოს უბნის დარბევა არ მოაფიქრდებათ”