ანალიტიკოსებმა ისლამური სახელმწიფოს ყოველთვიური შემოსავალი დაითვალეს

news
: news დეკემბერი 7, 2015 17:20

ანალიტიკოსებმა ისლამური სახელმწიფოს ყოველთვიური შემოსავალი დაითვალეს

ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს ყოველთვიური შემოსავალი 80 მილიონი დოლარია – ამის შესახებ ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა IHS გამოაქვეყნა მოხსენება.
ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ შემოსავლის 50% ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გადასახადებზე მოდის, 43 % კი ტყვეების გამოსასყიდებსა და ნავთობის ვაჭრობიდან შესდით. “დარჩენილი პროცენტები ნარკოტიკების ვაჭრობაზე, ისტორიული სიძველეების გაყიდვაზე, ელექტროენერგიის მიწოდებასა და შემოწირულობებზეა” – ამბობს IHS-ის წარმომადგენელი.
კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, გამოთვლებისას ისინი საზოგადოებრივ ინფორმაციას იყენებდნენ.
5 დეკემბერს The Washington Post ისლამური სახელმწიფოს ფინანსურ პრობლემებზე წერდა, რომელიც სირიასა და ერაყში ტერიტორიების დაკარგვას უკავშრდება. გამოცემის თანახმად, ტერორისტები ფინანსების შენარჩუნებას გადასახადების გაზრით ცდილობენ. ამასთანავე, დეკემბრის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ისლამისტების დღიური შემოსავალი 1-1,5 მილიონი დოლარია.
რუსული წყაროების ცნობით, ჯიჰადისტების წლიური შემოსავალი 2 მილიარდი დოლარია.

news
: news დეკემბერი 7, 2015 17:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics