ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება, გლობალურ ფაზაში კი მშენებლობის პროცესი წლის ბოლოსთვის შევა, – ამის შესახებ ანაკლიაში გამართულ ტექნიკური ხასიათის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ზუგდიდის გამგებელი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელი პირები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პორტის მშენებლობაზე პირველ ეტაპზე 3400 ადამიანი დასაქმდება, უშალოდ პორტში კი 6500-მდე მოქალაქე იმუშავებს, მათ შორის პრიორიტეტი ადგილობრივ მცხოვრებლებზე გაკეთდება. უკვე დასრულდა იმ შენობების თუ ნაკვეთების აღწერა, რომელიც პორტის ტერიტორიაზე მოჰყვება და რომელთა მეპატრონეებს კომპენსაციას გადაუხდიან.

ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა. კონსორციუმი „თი-ბი-სი ჰოლდინგისა“ და ამერიკული „კონტ ინტერნეიშენალის“ მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

banner
წინა სტატიაში“NDI – ს კვლევების შედეგებზე ბევრი ვიცინეთ”
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას ავრცელებს