ანა ნაცვლიშვილი: ვერ წარმომიდგენია ვინმემ მსოფლიოში სერიოზულად აღიქვას ქვეყანა, რომლის პრეზიდენტსაც გამოასახლებენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ავლაბრის რეზიდენციიდან პრეზიდენტის შესაძლო გამოსახლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ თემაზე სპეკულაციები უნდა შეწყდეს.

“ვერ წარმომიდგენია ვინმემ მსოფლიოში სერიოზულად აღიქვას ქვეყანა, რომლის პრეზიდენტსაც გამოასახლებენ ერთი ადგილიდან და მეორეში შეასახლებენ. იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს პრეტენზია, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს პასუხისმგებლობით შეიძლება ეკიდებოდეს ამ თემაზე სპეკულაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყვიტონ. თუ ქართველ ხალხს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ცხოვრობს ავლაბრის რეზიდენციაში, ამას დააფიქსირებს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე,”-აცხადება ანა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში პრეზიდენტის გამოსახლებისთვის არ ეცლებათ
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია