ანა ნაცვლიშვილი: თუ პრეზიდენტი არ იქნება წარმოდგენილი, საკონსტიტუციო კომისიის მნიშვნელობას ეს დააკნინებს

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს “საიას” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, კონსტიტუციის გადახედვის და საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოსაფიქრებელი თემა და განსასაზღვრია, კონკრეტულად რა იქნება კომისიის მანდატი და ვინ შევა კომისიის შემადგენლობაში.

“როდესაც საქმე ეხება კანონს და მითუმეტეს, ქვეყნის ძირითად კანონს, როგორიც არის კონსტიტუცია, მაქსიმალურად ინკლუზიური, წარმომადგენლობითი, ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს ფორმატი, რომელიც იმუშავებს ამ ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, თუ ამ ფორმატში მნიშვნელოვანი სტატუსით არ იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტი, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური, ეს დააკნინებს ამ კომისიის მნიშვნელობას, სტატუსს და ძალიან ცუდი იქნება”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის აპარატის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაცემა „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტეროტიპების გამყარებას ხელს უწყობს