ანა მიქელაძე : ცესკო-ში ამ ეტაპზე ორი საჩივარია შესული

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარია შესული, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისნის 66-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე პიროვნება ცდილობდა შესულიყო ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით.

„ეს ნიშნავს, რომ მას ჰქონდა გაყალბებული სააკრედიტაციო მოწმობა. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია ორივე შემთხვვევაში, აღნიშნული პიროვნებები სარგებლობდნენ სხვა სააკრედიტაციო მოწმობებით, ანუ ყალბი მოწმობებით. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში პიროვნებები არ იყვნენ შეშვებული საარჩევნო უბანზე და გამოუშვეს საარჩევნო უბნიდან, როდესაც ის ცდილობდა უბანზე შესვლას. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს დოკუმენტაციის გაყალბებასთან დაკავშირებით. საუბნო-საარჩევნო კომისიებში, ამ ეტაპზე, ცესკო-ს ინფორმაციით, ორი საჩივარია შესული, თუმცა გადამოწმებას საჭიროებს”, – განაცხადა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან კონჯარია : ჩვენი მომხრეები გვაიმედებენ, რომ ხმას ყველანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მისცემენ
შემდეგი სტატიაცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები