ანა გომესი: “ნაციონალური მოძრაობისთვის” პარლამენტში შესვლაზე უარის თქმისკენ მოწოდება სიგიჟეა

ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანა გომესი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა ამომრჩევლების ღალატს ნიშნავს და მარცხისთვის არის განწირული. ამის შესახებ ანა გომესმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ბოიკოტისა და პარლამენტში შეუსვლელობისკენ მოწოდება სიგიჟეა. ეს ნაბიჯი მარცხისთვის იქნება განწირული და ამომრჩევლების ღალატს ნიშნავს”, – წერს ანა გომესი “ტვიტერში”.

ევროდეპუტატი ანა გომესი საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს. როგორც 9 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ანა გომესმა განაცხადა, ეს არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირებისთვის.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთმა პუტინის ვიზიტი გააუქმა
შემდეგი სტატიარესპუბლიკურმა პარტიამ ტრამპს სკანდალის შემდეგ მაინც დაუჭირა მხარი