ანა დოლიძის სარჩელი – ნორმა შესაძლოა საკონსტიტუციოში გასაჩივრდეს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 7, 2018 12:59

ანა დოლიძის სარჩელი – ნორმა შესაძლოა საკონსტიტუციოში გასაჩივრდეს

ნორმა, რომელზეც ანა დოლიძის სარჩელზე მოსამართლის გადაწყვეტილება დაეფუძნება, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდეს- განცხადება ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ “ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ სულხან სალაძემ გააკეთა. სწორედ “საია”იცავს სასამართლოში დოლიძის ინტერესებს.
„თავად მოპასუხე მხარემაც აღაიარა, რომ განცხადება, რომლის საფუძველზეც ანა დოლიძე მოსამართლეთა ნაწილმა გასაუბრებიდან აიცილა, ზოგადი იყო და არც ერთი კონკრეტული მოსამართლის გვარი ნახსენები არ ყოფილა.„არის აუცილებლობა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ყველა ისტანციაში და ასევე დაიწყოს ფიქრი იმაზე, შესაძლოა თუ არა დადგეს იმ ნორმის არაკონსტიტუციურობის საკითხი, რომელზეც სასამართლო დააფუძნებს თავის გადაწყვეტილებას. თუკი პრაქტიკა გვიჩვენებს რომ სასამართლოები იყენებენ ამ ნორმას ისე და იმგვარად, რომ რეალურად ზღუდავენ საბჭოს წევრის უფლებამოსილებას და ვალდებულებას რომ იყოს კრიტიკული, ეს ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს”, – განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა დოლიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა, რასაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი სააპელაციოში გაასაჩივრებს.
ანა დოლიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მოსამართლეობის კანდიდატებმა გასაუბრებაზე დოლიძის აცილება მოითხოვეს. დოლიძე მიიჩნევს, რომ კანონით საბჭოს არ ჰქონდა უფლება, რომ ის გასაუბრების პროცესიდან აეცილებინა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 7, 2018 12:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics