,,ანა დოლიძეს, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, მეტი ეთიკა მოეთხოვება”

შეიძლება, გამოთქვა რაღაც მოსაზრება, მაგრამ ანა დოლიძეს, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, მეტი ეთიკა მოეთხოვება, თან მაშინ, როცა ეს განცხახება უსაფუძვლოა,- ამის შესახებ ჟურალისტების „ქართული ოცნების“ წარმომადგენლემა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა ანა დოლიძის დღევანდელ განცხადებაზე, რომელიც პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტიცებას ეხებოდა.

„ელმენტარულა, ხმების რაოდენობის მოგროვებაა საჭირო, რათა ესა თუ ის მოსამართლე აირჩიო. საერთოდ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უპრიანი იქნება, ახალი მანდატის პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება, მითუმეტეს, რომ მაღალი კვორუმია საჭირო. თუ ერთი-ორი თვე საკითხის გადაწყვეტას აგვიანებ, მაგრამ სამაგიეროდ წლების განმავლობაში გვეყოლება სტაბილური და პროფესიონალურად აღჭურვილი სასამართლო, თანაც ხალხის მანდატით აღჭურვილი, ეს ფაციფუცი და აზრს მოკლებული განცხადებები არ არის საჭირო, მითუნეტეს ანა დოლიძისგან, რომელიც ითვლება ერთ-ერთ განათლებულ და კარგად მოაზროვნედ ადამიანად, მაგრამ მე უკვე ამაშიც ხშირად მეპარება ეჭვი“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვართ მოწმენი საქართველოს პარლამენტის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა უმნიშნელოვანესი ფუნქციისადმი, უზრუნველყოს მართლმსაჯულების უფლება და დროულად დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა, ანა დოლიძემ განუცხადა.

ანა დოლიძემ კომენტარი გააკეთა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებას პარლამენტი არჩევნებამდე ვერ მოახერხებს.

მისი თქმით, ამ პროცესისადმი ზერელე დამოკიდებულბით პირველ რიგში დაზარლდება საქართველოს მოსახლეობა.

banner
წინა სტატიაში,,სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია”
შემდეგი სტატია“ბეჭდების მბრძანებელის” მეშვიდე სეზონის გადაღებები დაიწყო