ანა დოლიძემ უჩა ნანუაშვილის არდაშვება სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და დარღვევად შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ,,ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე უჩა ნანუაშვილის არდაშვება სახალხო დამცველის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვად და დარღვევად შეაფასა.

,,სახალხო დამცველი კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, აქედან გამომდინარე მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებები. როცა სასამართლო სხდომაზე ირღვევა სახალხო დაცველის უფლება, ეს ძალიან სერიოზულ კითხვას აჩენს, კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სასამართლო ხელისუფლების მუშაობის საჯაროობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათავისუფალი დემოკრატები“ და „რესუპლიკელები“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთ ბლოკში გაერთიანდნენ