ანა დოლიძე : ,,საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები”

ჰააგის მიერ 2008 წლის ომის გამოძიებაში მონაწილეობაზე რუსეთის უარს გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გუშინ, ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროა, რომ საქართველოში გრძელდება და სისტემურ ხასიათს იღებს მოქალაქეების პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევები და იმ ინფორმაციების გამომზეურება, რომელიც ორი კერძო პირის საუბარს შეეხება“ – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, პირად სივრცეში ჩარევის შემთხვევებზე პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იმოქმედონ და მომხდარი გამოიძიონ.

“საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის აღსრულებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მსგავსი ჩარევის შემთხვევების გამოძიებას, თუმცა არასწორი იქნებოდა, რომ ჩვენ მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებისკენ გავიშვიროთ ხელი. სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მედიის ვალია კანონის მიერი ვალდებულების გარდა, ზნეობრივი ვალდებულებით ერთად შეებრძოლოს პირადი სივრცის დარღვევას. მესამე სეგმენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვყო ესენი არიან ჩვენი პოლიტიკური ლიდერები. პოლიტიკოსები, რომლებსაც ხელეწიფებათ მოსახლეობის აზრზე ზემოქმედება და როდესაც ისინი ხელს უწყობენ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირებას, პირდაპირ თუ არა ირიბად მაინც მონაწილეობენ პირადი სივრცის დარღვევებში” – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძემ “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში დაანონსებულ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით აც გააკეთა კომენტრი.

“ბუნებრივია, ჩვენ კონკრეტულად ამ შემთხევაში ვერ ვისაუბრებთ რაიმე ოპერატიულ მასალაზე, ამ მასალას ფლობენ შესაბამისი უწყებები. ამ მომენტში ჩემი არც სამსახურებრივი ამოცანა, არც დანიშნულება, როგორც საპარლამენტო მდივნის, არ არის ამ ამოცანის ფლობა“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ბაუტცენში ადგილობრივებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა
შემდეგი სტატიაიაგლანდი: საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება იმისდა მიუხედავად, თუ რა პოლიტიკური სპექტრი იქნება წარმოდგენილი ახლადარჩეულ პარლამენტში