ანა დოლიძე დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს

ანა დოლიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს აცნობს.

„გადავწყვიტეთ მოტივირებულ შენიშვნებში პირველ რიგში ყურადღება გაგვემახვილებინა იმაზე, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სუს-ისგან ნამდვილად დამოუკიდებელი ორგანო იყოს. ამისთვის კარგი იქნება თუკი ის პირდაპირ ვერტიკალურად პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. მეორე საკითხია ის, რომ სახელმწიფომ სამართლიანად აუნაზღაუროს ხარჯები კომპანიებს, რომელსაც ისინი უსაფრთხოების მიზნებისათვის მომსახურებაში გასწევენ. არავისთვის ახალი არ არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ყოველ ჯერზე შეუძლია პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა, მაგრამ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოტივირებული შენიშვნების შინაარსობრივ მხარეზე და მოხდეს ჩვენი შეთავაზებების აზრიანი და ხარისხიანი განხილვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში”არის იდეა” – გაუქმდეს პრეზიდნეტის ინსტიტუტი, მაჟორიტარული არჩევები, სუს-ი და სამინისტროები – რა უნდა ქადაგიძეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენ თანასწორნი ვართ, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს