ამომრჩევლებს საქართველოს პრეზიდენტი 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, გადადგან ნაბიჯი დემოკრატიის გაღრმავებისკენ.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ორ დღეში არის მნიშვნელოვანი გამოწვევა.

”ორ დღეში, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი უფლებების გასაღრმავებლად – გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია! ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგიწოდებთ ყველა მოქალაქეს, იყოთ აქტიურნი, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, მოიხადოთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი და წვლილი შეიტანოთ დემოკრატიის გაღრმავებაში. თქვენი ქალაქებიდან, სოფლებიდან, რაიონებიდან აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ხელისუფლების ჩამოყალიბების პროცესში. გადადგათ ნაბიჯი უფრო გაღრმავებული პლურალიზმისა და დემოკრატიის მიმართულებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი კონსტიტუციას ხელს აწერს
შემდეგი სტატიაქართველმა მთამსვლელებმა ჰიმალაის მთებში პირველი ქართული გზა გაჭრეს